გრიგოლ მუხაძე
გრიგოლ მუხაძე | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 12 (24) იანვარი, 1879[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 8 ოქტომბერი, 1948 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() ![]() |
საქმიანობა | ექიმი |
ალმა-მატერი | ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე (დ. 8 იანვარი, 1879, თბილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 8 ოქტომბერი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ინიშნება თბილისის და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად. 1918 წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად.[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. 1932 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წელს მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
გრიგოლ მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი. 1925-1937 წლებში მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. 1946 წელს შექმნა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.[4]
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1943 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1942 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1941 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 228.
- „გრიგოლ მუხაძე; ცხოვრება და მოღვაწეობა“; საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1961 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ მუხაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ მუხაძე — ბიბლიოვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://wiki.tsu.ru/wiki/index.php/Мухадзе,_Григорий_Михайлович
- ↑ გრიგოლ მუხაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.
- ↑ გრიგოლ მუხაძე. Medgeo.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-11. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.
- ↑ საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა. kirurgia.ge. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 24 იანვარი
- დაბადებული 1879
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 8 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1948
- თბილისში გარდაცვლილები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- დაბადებული 8 იანვარი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი ქირურგები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები