შინაარსზე გადასვლა

რისმაგ გორდეზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდეზიანი.
რისმაგ გორდეზიანი
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1940(1940-06-09)[1] [2]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 აგვისტო, 2025(2025-08-13) (85 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა კლასიკოსი ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ბენო გორდეზიანი
ჯილდოები ღირსების ორდენი, საბერძნეთის ღირსების ორდენი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

რისმაგ ბენიამინის ძე გორდეზიანი (დ. 9 ივნისი, 1940, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 2025) — ქართველი ფილოლოგი, ელინისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2013; წევრ-კორესპონდენტი 1988 წლიდან). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი.[3] თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რისმაგ გორდეზიანი დაიბადა 1940 წლის 9 ივნისს, საქართველოს სსრ-ის დედაქალაქ თბილისში. მამა – მხატვარი, ფუტურისტი, ბენიამინ (ბენო) გორდეზიანი, რომელმაც ვაჟს სახელი დაარქვა აბაზგთა მეფის, რესმაგას მიხედვით (ივანე ჯავახიშვილის რჩევით).[4] 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი. 1976–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1982–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1989–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და 1993–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (ამ დროს უნივერსიტეტში შემოიტანა სწავლების ორსაფეხურიანი სისტემა – ბაკალავრიატი და შემდეგ მაგისტრატურა[4]). 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი (თავისივე ინიციატივით შექმნილი), ხოლო 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 28 წიგნის ავტორი;[5] ნაშრომები შესრულებულია ჰომეროლოგიის, ეგეისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ანტიკური ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის, ქართველოლოგიის დარგებში, ქართულსა და უცხო ენებზე. გორდეზიანის ხელმძღვანელობით 40-მდე ადამიანმა დაიცვა დისერტაცია.[4]

მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობდა საზღვარგარეთის (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ) სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო ჟურნალ „Phasis“-ის (თბილისი) მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მოამბის“, „Caucasica“-ს (თბილისი), „Philologus“-ის (გერმანია) სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარე (1996–2003).

ფლობდა ძველ ბერძნულ, იტალიურ, ლათინურ, რუსულ და გერმანულ ენებს.[4]

გარდაიცვალა 2025 წლის 13 აგვისტოს, 85 წლის ასაკში.[6] დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.[4]

  • რომაული ცივილიზაცია, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2025, ISBN 978-9941-37-770-9.
  • ბერძნული ცივილიზაცია, ელინისტური ეპოქიდან გვიან ანტიკურობამდე, ტ. 3, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2020, ISBN 978-9941-30-583-2.
  • ბერძნული ცივილიზაცია, კლასიკური ეპოქა, ტ. 2, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2019, ISBN 978-9941-30-310-4.
  • ბერძნული ცივილიზაცია, გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე, ტ. 1, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2019, ISBN 978-9941-30-309-8.
  • კლასიკური ფილოლოგიის შესავალი, თბილისი: ლოგოსი, 2007, ISBN 978-9941-401-11-4.
  • მითების სიბრძნე : დამხმ. სახელმძღვ. მოსწ., თბილისი: ლოგოსი, 2005, ISBN 99928-65-11-3.
  • ბერძნული ლიტერატურა, თბილისი: ლოგოსი, 2002, ISBN 99928-65-88-1.
  • ძველი და ახალი ბერძნული ენა : შედარებითი გრამატიკა, თბილისი: ლოგოსი, 2001, ISBN 99928-65-76-8.
  • ბერძნული ცივილიზაცია, გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე, ტ. 1, თბილისი: მერანი, 1988.
  • წინაბერძნული და ქართველური, თბილისი: თსუ, 1985.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. WorldCat EntitiesOCLC, Inc., 2022.
  2. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  3. რისმაგ გორდეზიანი: გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 თოფურია, თეა (16 აგვისტო, 2025). „რისმაგ გორდეზიანი - აბაზგთა მეფის სეხნია მეცნიერი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. გორდეზიანი რისმაგ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021.
  6. „რისმაგ გორდეზიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 13 აგვისტო, 2025. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)