ნიკოლოზ ლანდია
| ნიკოლოზ ლანდია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 26 იანვარი, 1919[1] |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი |
| გარდ. თარიღი | 1984[1] |
| მოქალაქეობა |
|
| ეროვნება | ქართველი |
| საქმიანობა | ქიმიკოსი[1] |
| ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ლანდია (დ. 26 იანვარი, 1919, ქუთაისი — გ. 1984) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1972-1981 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981 წლიდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.
- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- დაბადებული 26 იანვარი
- დაბადებული 1919
- ქუთაისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1984
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი ქიმიკოსები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები