დავით მუსხელიშვილი
| დავით მუსხელიშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 19 ოქტომბერი, 1928[1] (97 წლის) |
| დაბ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ისტორიკოსი[1] |
| მუშაობის ადგილი | ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია |
დავით მუსხელიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1928, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956-1960 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1960 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1967 წლიდან იმავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999-2006 წლებში იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
2001 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან — ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
2007 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციხე-ქალაქი უჯარმა, „მეცნიერება“, თბილისი, 1966.
- საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, „მეცნიერება“, თბილისი, 1977.
- ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, „მეცნიერება“, თბილისი, 1978.
- საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხი, ტ. II, „მეცნიერება“, თბილისი, 1980.
- Из исторической географии Восточной Грузии, „Мецниереба“, Тбилиси, 1982.
- ქიზიყის ძველი ისტორია, თბილისი, 1982.
- საქართველოს ისტორიის ატლასი (რედაქტორი და თანაავტორი), თბ., 2003
- საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევი, თბილისი, 2008.
- A short Essay on the History of Georgia, Tbilisi, 2008.
- Zur ethnische Herkunft der Bevölkerung des Landes Daiaeni/Diaoxi. „Georgica“, 27, Aachen
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდი
- მუსხელიშვილი დ. საქართველოს ისტორიის ატლასი. ციტირების თარიღი: 2025-07-17.
- მუსხელიშვილი დ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები. I ტომი. ციტირების თარიღი: 2025-07-17.
- მუსხელიშვილი დ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები. II ტომი. ციტირების თარიღი: 2025-07-17.[მკვდარი ბმული]
- Muskhelishvili D. The Historical Atlas of Georgia. ციტირების თარიღი: 2025-07-19.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.