ერეკლე გამყრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამყრელიძე.
ერეკლე გამყრელიძე
Gamyrelidze 1.jpg
დაბ. თარიღი 8 მაისი 1933(1933-05-08) (87 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მამა პეტრე გამყრელიძე
შვილ(ებ)ი დავით გამყრელიძე
ჯილდოები ღირსების ორდენი

ერეკლე გამყრელიძე (დ. 8 მაისი, 1933, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1984). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984). ქართველი პოლიტიკოსის დავით გამყრელიძის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეკლე გამყრელიძე ცნობილი ქართველი გეოლოგის პეტრე გამყრელიძის შვილია. 1958 წლიდან მუშაობს ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტში, 1988 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტექტონიკური სტრუქტურების ფორმირების მექანიზმი და ტექტოგენეზის ზოგიერთი ზოგადი პრობლემა“.

1961-1966 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1975 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975 წლიდან — დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის — ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

ერეკლე გამყრელიძის ძირითადი შრომები შეეხება რეგიონულ გეოლოგიასა და გეოტექტონიკას, დეტალურ და რეგიონულ სტრუქტურულ ანალიზს, პლანეტარული ნაპრალოვნების კვლევას, ტექტონიკური სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმს, შარიაჟების მორფოლოგიურ-კინემატიკურ თავისებურებებსა და მათ გენეზისს, ხმელთაშუა ზღვის მოძრავი სარტყლის გეოდინამიკურ ევოლუციასა და სეისმოტექტონიკას, ლითოსფეროსა და დედამიწის ქერქის ჰორიზონტალურ ტექტონიკურ განშრევებასა და ტექტოგენეზისის ზოგად პრობლემებს.

არის საერთაშორისო ტექტონიკური რუკების კომისიის წევრი. ალექსანდრე ჯანელიძისა (1986) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (2008) სახელობის პრემიების ლაურეატი. მინიჭებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]