კონსტანტინე ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
კონსტანტინე ერისთავი
დაბ. თარიღი 22 იანვარი (3 თებერვალი) 1889
დაბ. ადგილი სალომინაო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 მარტი 1975(1975-03-12)[1] (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო მედიცინა
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი (დ. 3 თებერვალი, [ ძვ. სტ. 22 იანვარი], 1889 — გ. 12 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული საზოგადოების, საპატიო თავმჯდომარე და ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე..

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე (კოწია) ერისთავი 1889 წლის 22 იანვარს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი), ადრიანად დაობლდა და მისი გაზრდა უფროსმა ძმამ, ცნობილმა სახალხო მთქმელმა, ვანის, ქუთაისის და თბილისის კოლორიტმა სერგია ერისთავმა ითავა, რომელმაც საკუთარ განათლებაზე თქვა უარი და მთლიანად ძმის აღზრდას მიუძღვნა თავი.

1908 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1914 წელს დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950 წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კონსტანტინე ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დასაფლავებული არიან:

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 135, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Эристави Константин Давидович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.