ზაზა ალექსიძე
ზაზა ალექსიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი 1935 (85 წლის) ან 3 აგვისტო 1935 (85 წლის) |
დაბ. ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ეროვნება | ქართველები |
საქმიანობა | ისტორია |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ზაზა ალექსიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1935) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1958 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ღირსების ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1958–1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968–1979 ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–2006 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; 1989–2006 — ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ეპისტოლეთა წიგნი“, დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“, დაიცვა 1984 წელს.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა = Caucasian Albanian Script, Language and Literature : აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში (ავტორი), თბ., 2003, 224 გვ., ISBN: 99940-755-1-9
- ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის (ავტორი), თბ., ლოგოსი, 1998, 78 გვ.
- ატენის სიონის ოთხი წარწერა (ავტორი). - თბ., საბჭოთა საქართველო, 1983, 41 გვ.
- ატენის სიონის სომხური წარწერები (ავტორი), თბ., მეცნიერება, 1978, 143
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზაზა ალექსიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზაზა ალექსიძე დაარქივებული 2011-09-25 საიტზე Wayback Machine. – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი