1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით. 1921–1926 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობს ჩაქვის საცდელ სადგურში (ამჟამად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც ხელმძღვანელობს ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია „ქართული სელექციური ჩაი №1“, „ქართული სელექციური ჩაი №2“, რომელთა შექმნისათვის ბახტაძეს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1948) და „სელექციური №8“ - „ზამთრის გმირი“. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია. ბახტაძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.