რამაზ შენგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
რამაზ შენგელია
Ramaz Shengelia.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რამაზ შენგელია
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1957
დაბადების
ადგილი
ქუთაისი
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
21 ივნისი, 2012 (55 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი
საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1976 ტორპედო ქუთაისი 75 (29)
1977–1988 დინამო თბილისი 283 (120)
1989–1990 ჰოლმსუნდი 13 (2)
ეროვნული ნაკრები
1979–1983 სსრკ 26 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რამაზ შენგელია (დ. 1 იანვარი, 1957, ქუთაისი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. [1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი კარლო ხურციძე ხელმძღვანელობდა. 1973–1976 წლებში საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა „ტორპედოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში.[2]

თასების თასის ფინალის შემდეგ: ქვემოთ, მარცხნიდან მესამე რამაზ შენგელია

1977 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 აპრილს. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარული მატჩი კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ, რომელიც „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა. შენგელიამ თავის სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა, როდესაც ტრიბუნებზე შეკრებილი 77 ათასი გულშემატკივრის თვალწინ პირველი ტაიმის 33-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად აიღო მოწინააღმდეგის კარი. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით (4–2) დასრულდა.[3]

პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი — ქვეყნის ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო.[2] გუნდთან ერთად, შენგელიამ მოიგო 1980–1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი.

რამაზ შენგელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 120 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 37 შეხვედრაში დაიცვა და 19 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 10 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 16 მატჩი და 8 გოლი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 1 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[4]

იგი ორჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად — 1978 და 1981 წლებში.[5] 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (32 მატჩში 23 გოლი).[6] იმავე წელს, ჟურნალ „France Football“-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ქართველი თავდამსხმელი წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა. იყო გრიგორი ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. [7]

2012 წლის 21 ივნისს რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.[8][9][10] დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.[11]

2015 წლის აპრილში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.[12][13]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979–1983 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 26 მატჩი ითამაშა და 10 ბურთი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1980 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი.[2][14]

მსოფლიო ჩემპიონატების სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაზ შენგელიამ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა.[15][16]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი საბჭოთა კავშირის დროშა 7 თავდამსხმელი 5 1 2 2 1 მეორე წრე

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი
დინამო თბილისი

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინამო თბილისი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1980

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2010–2012). ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — რამაზ შენგელია — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 „გზა თასისაკენ“ (ცნობარი), ავტორ-შემდგენლები: გ. აკოფოვი, დ. კაკაბაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია, გვ. 15. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  3. მაქსიმ არხიპოვი (2016). „დინამო“ თბილისი 4–2 „კრილია სოვეტოვი“ კუიბიშევი — 2 აპრილი, 1977. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  4. ევგენი პუგლო (25 სექტემბერი, 2009). რამაზ შენგელიას ევროთასების სტატისტიკა სეზონების მიხედვით. klisf.net. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  5. Soviet Union - Player of the Year Awards. RSSSF.
  6. Лучшему бомбардиру. Narod.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  7. José Luis Pierrend (26 მარტი, 2005). European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1981. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  8. რამაზ შენგელია გარდაიცვალა. „მსოფლიო სპორტი“, 21.06.2012.
  9. რამაზ შენგელია გარდაიცვალა... საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
  10. სამძიმრის წერილი მიშელ პლატინისაგან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
  11. ილია ნანობაშვილი (21 ივნისი, 2015). რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს„მსოფლიო სპორტი“. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  12. გოლ.ჯი (30 აპრილი, 2015). ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობის იქნებაgoal.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  13. kutaisipost.ge (30 აპრილი, 2015). ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა — საინფორმაციო სააგენტო sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  14. Рамаз Шенгелия. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  15. Player Profile for Ramaz Shengelia in the Soccer World Cups. Ramaz Shengelia in the World Cups. Information about Ramaz Shengelia and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  16. RSSSF World Cup 1982 finals. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  17. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2018.
  18. Rasim Movsumov (22 აგვისტო, 2007). Soviet Union — Player of the Year Awards — Election of the weekly Football (Football-Hockey). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2018.
  19. Академик (2000–2017). Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). С 1930 года список представлял собой (за исключением 1938, 1953 и 1967 годов) три символичных состава из футболистов (№ 1, № 2 и № 3), распределённых по игровым позициям с учётом расстановки игроков, принятой в те годы. dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2018.