ელეფთერ ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდრონიკაშვილი.
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
დაბ. თარიღი 12 (25) დეკემბერი 1910
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1989(1989-09-08) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
მამა ლუარსაბ ანდრონიკაშვილი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინის ორდენი

ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 25 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1910, პეტერბურგი — გ. 8 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას. 1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. ანდრონიკაშვილი მუშაობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენად. გაზომა He II ნორმალური კომპონენტის ფარდობითი სიმკვრივისა და სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დაადგინა, რომ ზედენად ჰელიუმს შეუძლია ბრუნვა. უკანასკნელ წლებში თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ამ ბრუნვის გამომწვევი დაკვანტული გრიგალები. მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია და კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების მახასიათებლები. დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით კრისტალების დასხივებისას. ანდრონიკაშვილმა დაადგინა, რომ ცხოველთა სიმსივნურ ქსოვილებში წყალი უფრო მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. გაზომა ბიოპოლიმერების შიგამოლეკულური დნობის სითბო. 1952 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, ხოლო 1978 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]