გიორგი ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 27 აპრილი 1913(1913-04-27)
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი 1989(1989-09-23) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფილოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და ესთეტიკა
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

გიორგი ჯიბლაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1913 წლის 27 აპრილს ქალაქ ქუთაისში. მამა – ნიკოლოზი იყო ქართული ავიაციის ერთ-ერთი ვეტერანი, დედა - ივლიტა კიკალეიშვილი, პროფესიით ექთანი 1919 წელს გარდაიცვალა და გიორგი და უმცროსი და. გუგული დაობლდა.

1930 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი ათწლედი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია. 1932 წლიდან მუშაობდა „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში, რომელსაც იმ პერიოდში კანდიდ ჩარკვიანი რედაქტორობდა.

საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). გარდაიცვალა 1989 წელს ქალაქ თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. ბოცვაძე, ა. ჩხარტიშვილი, გიორგი ჯიბლაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973;
  • ტ. სარიშვილი, სახელგანთქმული მეცნიერი, დიდი მოღვაწე, ალაზნის განთიადი. - თელავი, 1973;