ავთანდილ არაბული
ავთანდილ არაბული | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 მარტი, 1953 (71 წლის) |
დაბ. ადგილი | ჯუთა, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფილოლოგი |
მუშაობის ადგილი | ენათმეცნიერების ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ავთანდილ არაბული (დ. 24 მარტი, 1953, სოფ. ჯუთა, ყაზბეგის რაიონი) — ქართველი ფილოლოგი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980-1984 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1998 წლებში და 2005-2009 წლებში ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2005-2006 წლებში იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა (შემდეგ – უნივერსიტეტსა) და ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართული უნივერსიტეტის“ პროფესორი; 2000-2005 წლებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ზმნური და სახელური დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში“, დაიცვა 1997 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომათა მრავალტომეულის სარედაქციო საბჭო, წევრი
- ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ სარედაქციო კოლეგია, წევრი
- ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2006-2012)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, წევრი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მცირე სასაუბრო ლექსიკონი : სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონის" მიხედვით (რედაქტორი). - თბილისი, 2007. - 115გვ. - ISBN: 978-99940-58-82-2
- ჟამი მეცნიერების გამოსარჩლებისა (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2005. - 67გვ. - ISBN: 99940-820-3-5
- ქართული მეტყველების კულტურა (ავტორი). - თბილისი, კულტურა, 2004. - 308გვ. - ISBN: 99940-32-48-8
- ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში (ქართველური ენები) (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2001. - 385გვ. - ISBN: 99928-825-5-7
- მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში (ქართული ენა) (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 199გვ.