შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ იოსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ იოსელიანი
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1929(1929-10-21)[1]
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 16 ივლისი, 2013(2013-07-16)[2] [1] (83 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი

თეიმურაზ იოსელიანი (დ. 21 ოქტომბერი, 1929, ქუთაისი — გ. 16 ან 17[3] ივლისი, 2013) — ქართველი ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1961 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1961-1976 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და 1976-1983 წლებში ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960-1970 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტი, 1978-2006 წლებში კათედრის გამგე და 1970 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; სოროსის ფონდის პროფესორი. 1974 წელს კითხულობდა ლექციების კურსს იენის (გერმანია), 1980 წელს ლუელის (აშშ) და 1985 წელს ჰომბურგ-ზაარის (გერმანია) უნივერსიტეტებში.

თეიმურაზ იოსელიანი გარდაიცვალა 2013 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში.[3]

არის ასოცდაათზე მეტი ნაშრომის და მათ შორის მონოგრაფიის — „ზურგის ტვინის ინტეგრაციული მოქმედებების ნერვული მექანიზმები“ და სახელმძღვანელოების: „კუნთოვანი და ნერვული სისტემების ზოგადი ფიზიოლოგია“, „ზოგადი ნეიროფიზიოლოგია“, „ფიზიოლოგია, ვისცერალური სისტემები“ ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჟელატინოზური სუბსტანციის როლი ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებაში“, დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „ზურგის ტვინის ინტეგრაციული ნერვული მოქმედების მექანიზმები“, დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1974-)
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • ნიუ–იორკის აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1983-)
  • ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭო, თავმჯდომარე (1976–1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]