ვაჟა შენგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვაჟა შენგელია (დ. 4 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა ფაკულტეტი.

1968–1972 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972–1975 წლებში სწავლული მდივანი, 1972–1975 წლებში უფროსი, 1972–1986 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 1987–2006 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2006 წლიდან — მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1987 წლიდან დოცენტი, 2002 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან მიწვეული პროფესორი. არის სანეცნიერო 140 ნაშრომის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიისათვის“, დაიცვა 1999 წელს.

2008 წელს მიიღო არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წოვათუშური ტექსტები (რედაქტორი) // ნაწ. 1 : საისტორიო-საგმირო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, საწუთისოფლო : ტექსტები მომზადდა სამეცნ. პროექტის "აულის ენები-კაცობრიობის არსებობის გონითი ფორმები-გლობალიზაციის პირობებში" ფარგლებში. - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 276გვ.. - ISBN: 978-9941-17-402-5
  • ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიის ზოგი საკითხი = Некоторые вопросы истории картвельской и черкесской языковых систем = Some problems of history of the kartvelian and chercessian lingual systems (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2006. - 240გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]