ჯუმბერ ლომინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუმბერ ლომინაძე
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი, 1930(1930-09-20)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 2014(2014-01-20) (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ჯუმბერ გიორგის ძე ლომინაძე (დ. 20 სექტემბერი, 1930, თბილისი — გ. 20 იანვარი, 2014[2]) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), აკადემიკოსი (1988).

1949-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე, 1951-1955 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1956-1958 წლებში მუშაობდა „ჩელიაბინსკი-70“-ში, რუსეთის ფედერალურ ბირთვულ ცენტრში (იმჟამად ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრი). 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. 1979-1992 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

1992-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი. 1997-2003 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.2003-2006 წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. იყო აგრეთვე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

ლომინაძის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების, მათი არამდგრადობისა და ციკლოტრონული ტურბულენტურობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს შავი ხვრელის სისტემებში. ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის მონოგრაფიისა. ჯუმბერ ლომინაძეს აქვს მონოგრაფია „ციკლოტრონული ტალღები პლაზმაში“, რომელიც გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე 1981 წელს. მისი ინიციატივით დაარსდა პლაზმური ასტროფიზიკის საერთაშორისო სკოლა (Workshop; იტალია, საქართველო, იაპონია).

2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

გარდაიცვალა 2014 წლის 20 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2014)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1979-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - „დინამიკური პროცესები წანაცვლებით დინებებში და მათი გამოვლინება ასტროფიზიკურ ობიექტებში“.

  • 2000 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Циклотронные волны в плазме, Издательство Мецниереба,Тбилиси, 1975;
  • распространения. - Ядерный синтез. 1964, т.4, с.281 (Соавт. К. Н. Степанов);
  • Ленгмюровская турбулентность релятивистской плазмы в сильном магнитном поле. – ЖЭТФ, 1979, т.77, с.1951 (Соавт. А. Б. Михайловский, Р. З. Сагдеев);
  • Эволюция неосесимметричных сдвиговых возмущений в аккреционных дисках компактных объектов. – Письма в АЖ. 1988, т.14, с.856 (Соавт. Г. Д. Чагелишвили, Р. Г. Чанишвили).
  • Two-Dimensional Relativistic Stellar Wind. Astrophysics and Space Science. 1991, p. 291. Co-auth. V. E. Gedalin, E. G. Tsikarishvili.
  • Nonlinear saturation of the dissipative trapped-electron instability. – Phys. Rev. Lett. 1977, vol.39, p. 754 (Co-auth.: Liu Chen, R. L. Berger, M. N. Rosenbluth, P. H. Rutherford).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში; თბ., 2012.-გვ.137
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 630

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://geocinema.ge//ka/persons/3707
  2. 1tv.ge (2014). ციტირების თარიღი: იანვარი 20, 2014.