წევრ-კორესპონდენტი
იერსახე
წევრ-კორესპონდენტი — აკადემიური წოდება. პირი, რომელიც არის სამეცნიერო საზოგადოების ან დაწესებულების, მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[1] საქართველოში წევრ-კორესპონდენტს ირჩევენ მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერული განვითარების საქმეში დიდი მიღწევებისათვის. წევრ-კორესპონდენტად კანდიდატების დასახელების და წარდგინების უფლება აქვთ სამეცნიერო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს. შემდგომ შესაძლოა წევრ-კორესპონდენტი აირჩიონ აკადემიკოსად. საქართველოში აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი — საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 303.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილებები დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine.