ედიშერ ხოშტარია-ბროსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ედიშერ ვიქტორის ძე ხოშტარია-ბროსე (დ. 5 მარტი,1927, — გ. 2005) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001).

დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, საზოგადო მოღვაწის ვიქტორ ბროსესა და მწერალ მარიკა ხოშტარიას ოჯახში. მამა 1937 წელს რეპრესიების დროს დაუხვრიტეს. შემდგომმა დევნამ აიძულა გვარი გამოეცვალა; ორმაგი გვარი ხოშტარია-ბროსე 1984 წელს აღიდგინა.

1949 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი (1956-1962) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1972). კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში განყოფილების გამგე (1972–1983), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1983–1999) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა კაპიტალიზმის ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას (მთის პრობლემები, აფხაზების წარმოშობა და სხვ.), „ქართლის ცხოვრებასა“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი (ედიშერ ხოშტარია-ბროსეს დაბადების 80 წლის გამო)“. «ანალები» #1, 2007: 409-413

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]