თეიმურაზ ლოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეიმურაზ ლოლაძე (დ. 24 მაისი, 1920, ქუთაისი — გ. 2000) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971–1980 წლებშ იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981–1988 წლებშ რექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა, ფართო გამოყენება ჰპოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, მათ ორის 9 მონოგრაფიის, 80 საავტორო მოწმობისა და 11 პატენტის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1983-)
  • მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1966-)
  • საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966 — საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]