ჯაბა სამუშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაბა სამუშია
Flag of Tbilisi.svg
Seal of Tbilisi, Georgia.svg
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 26 ივლისი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიზაალ სამადაშვილი
მემკვიდრეირაკლი შიხიაშვილი

დაბადებული15 აგვისტო, 1971 (1971-08-15) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაისტორიკოსი

ჯაბა სამუშია (დ. 15 აგვისტო, 1971) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ჟურნალ „ისტორიანის“ მთავარი რედაქტორი. 2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე[1]. 2002-2010 წლებში იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე. 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „Studia Orientalne“-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაბა სამუშია დაიბადა 1971 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის EDWARDS LENGUAGE SCHOOL. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006-2011 ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2011-2012 ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე სრული პროფესორი).

2010-2014 წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი (თავმჯდომარის მოადგილე; თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;). 2014-2017 წწ. თბილისის საკრებულოს მოწვევის წევრი (ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).

ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, „Studia Orientalne“ სამეცნიერო საბჭოს წევრი[2]. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი[3]. სასკოლო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების ავტორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“, „ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „Православная Энциклопедия“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 30 ტომეულის გამოცემა. 2014-2017 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების“ სამეცნიერო ხელმძღვნელი.

2010 წლიდან რადიო გადაცემის „ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად“ ავტორი და წამყვანი. 2008-2009 წლებში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „პირველი არხის“ მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: „საქართველოს დიდი ათეული“, იყო პროექტის მთავარი ექსპერტი. 2007 წელს სატელევიზიო სერიალის „საქართველოს ისტორია“ სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია „მზე“). 2006-2008 სატელევიზიო სერიალ „მხედართმთავარის“ ექსპერტი (ტელეკომპანია „საქართველო“).

2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს[1].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაბა სამუშია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ნინო გძელიძე (დ. 13 აგვისტო, 1982) და სამი შვილი: ცოტნე სამუშია (დ. 11 ივნისი, 2007); თორნიკე სამუშია (დ. 7 დეკემბერი, 2009) და დავით (დათა) სამუშია (დ. 18 სექტემბერი, 2013).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორია 200 მეტი ნაშრომისა, მათ შორის:

  • ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, წიგნი I, თბ., 1999
  • ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან (საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში), თბ. 2003;
  • ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი (XI-XII სს.), გენეალოგიური ნარკვევი, თბ. 2003;
  • მეფეთ მეფე გიორგი II (თანაავტორი რ. მეტრეველი), თბ. 2003 (მეორე განახლებული გამოცემა თბ. 2018);
  • არტანუჯის ციხე-ქალაქი, თბ. 2008;
  • საქართველოს დიდი ბრძოლები, თბ. 2009;
  • ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, თბ. 2010;
  • თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება, თბ. 2010;
  • ბაგრატ III, თბ. 2012 (მეორე განახლებული გამოცემა თბ. 2018);
  • Святой Давид Строитель-обьединитель кавказа (თანაავტორი რ. მეტრეველი), თბ. 2015;
  • საქართველოს სამხედრო ისტორია (ნარკვევები) თბ. 2015;
  • ჩინგიზ-ყაენი, თბ. 2018.

„საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ სერიით არის ავტორი წიგნებისა:

  • მეფე თამარი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • თბილისის ისტორია, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • ომი და მეომრები, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • დავით აღმაშენებელი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 5, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ფარნავაზი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 8, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ნ. გძელიძე, ქრისტიანობა საქართველოში, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 14, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • მ. გუნცაძე, ჯ. სამუშია, საქართველოს გაერთიანება, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 16, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ტაო-კლარჯეთი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 23, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ბრძოლის საუკუნე, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 25, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 26, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ. (თანაავტორი ალ. ბოშიშვილი)
  • ჯ. სამუშია, დასავლეთ საქართველო XV-XIX სს. საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 28, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ. (თანაავტორი სულხან კუპრაშვილი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]