დავით ჩარკვიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩარკვიანი.

დავით ჩარკვიანი (დ. 17 ივლისი, 1944, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1974 წლებში იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1972–1974 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976–1981 წლებში ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1990 წლიდან დღემდე არის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1998 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2007–2009 წლებში დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კომუნიკატორული წინააღმდეგობა და სოციალური განწყობის შეცვლა“, დაიცვა 1973 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლები“, დაიცვა 1989 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები = Foundations of Experimental Social Psychology (ავტორი). - თბილისი, "ენა და კულტურას" სტ., 2004. - 374გვ.
  • ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში : თეორია, კვლევა, პრაქტიკა (ავტორი). - თბილისი, 2001. - 410გვ.. - ISBN 99928-832-9-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]