გრიგოლ გიორგაძე (აღმოსავლეთმცოდნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

გრიგოლ გრიგოლის ძე გიორგაძე (დ. 28 ივლისი, 1927, ქუთაისი — გ. 2 აპრილი, 2005, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1988–იდან). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე (1991–იდან). ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ძველი ისტორიისა და რელიგიის სამეცნიერო–საკონსულტაციო სექციის თავმჯდომარე. მუშაობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, კერძოდ, ხეთოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში. გიორგაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფო სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველ ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტურული ურთიერთობის საკითხებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Борьба хеттов за Северную Сирию в период Древнехеттского царства, «Вестник древней истории», 1964, №1;
  • Очерки по социально- экономической истории Хеттского государства, Тб., 1973;
  • Производство и применение железа в Центральной Анатолии по данным хеттских клинописных текстов, «Древний Восток», М., 1985;
  • Неиндоевропейские этнические группы (хатты, каски) в древней Анатолии, კრ.: Разыскания по истории Абхазии, Тб., 1999;
  • Two Forms of Non-slave Labour in Hittite Society, «Labour in the Ancient Near East», New Haven, 1987.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]