შალვა ნუცუბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Oxygen480-mimetypes-signature.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს იაკობ მახარაძე.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: სექტემბერი 26, 2021.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

შალვა ნუცუბიძე
Shalva nutsubidze.jpg
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1888(1888-12-14)[1] [2]
დაბ. ადგილი ფარცხანაყანევი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3]
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1969(1969-01-06)[3] [1] [2] (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[3]
დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
ეროვნება ქართველები
საქმიანობა ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა და ისტორია
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Q62714738?
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

შალვა ნუცუბიძე (დ. 14 დეკემბერი, 1888, ფარცხანაყანევი — გ. 6 იანვარი, 1969, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძის მამა, ისაკ იესეს ძე ნუცუბიძე სახალხო მასწავლებელი იყო. იგი გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა ფშაველასთან ერთად სწავლობდა, შემდეგ კი ხონისა და ქუთაისის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. ისაკ ნუცუბიძე კარგ მონადირედ ითვლებოდა და ვაჟთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ. იგი 1927 წელს გარდაიცვალა. შალვა ნუცუბიძის დედა, რებეკა, მღვდელ ფილიპე დათიაშვილის ქალიშვილი იყო, სოფელ ქვიტირიდან.

შალვა ნუცუბიძის ერთ-ერთი და, თამარი, პეტერბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფრო მეცნიერ-მუშაკისა და სწავლული მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მეორე დამ, ნინომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული სექტორი დაამთავრა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.(ხიდაშელი, 3-4)

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძე 1888 წლის 16 ივლისს სოფელ ფარცხანაყანევში (ქუთაისის მახლობლად) დაიბადა. დაწყებითი განათლება ხონის დაწყებით სკოლასა და ხონის საოსტატო სემინარიაში მიიღო. შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მეექვსე კლასში ყოფნისას ის არალეგალური ჟურნალის, „განთიადის“ რედაქტორად აირჩიეს, რომელსაც გიმნაზიის დამთავრებამდე ხელმძღვანელობდა.(ხიდაშელი - 4-5)

1904-1905 წლებში აქტიურად მონაწილეობდა გიმნაზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1904 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციას შეუერთდა. შალვა ნუცუბიძე რაიონულ პროპაგანდისტად მუშაობდა და 1905 წელს რევოლუციონერ ალექსანდრე წულუკიძის დასაფლავებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სამტრედიის ორგანზიაციის სახელით სიტყვაც წარმოთქვა. 1905-1906 წლებში მონაწილეობდა ვანო სტურუას მიერ გამართულ არალეგალურ კრებებში. 1906 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვანო სტურუას ხელმძღვანელობით ვ. ი. ლენინთან შესახვედრად პეტერბურგიდან ფინეთში გაემგზავრა.(ხიდაშელი, 5)

1906 წელს შალვა ნუცუბიძემ კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა.[4] პეტერბურგში სწავლისას ის კვლავ თანამშრომლობდა ქართველ რევოლუციონერ სტუდენტებთან: ვანო სტურუასთან, მამია ორახელაშვილთან, შალვა ელიავასთან, სილიბისტრო თოდრიასა და სხვებთან. (ხიდაშელი, 5)

1907 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სემინარის საჯარო სხდომაზე შალვა ნუცუბიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ფილოსოფიური და ისტორიული მატერიალიზმი“. უნივერსიტეტში ყოფნისას შალვა ნუცუბიძე ალ. ვედენსკის, ნ. კარაევის, ნ. ლოსკისა და ი. ლაპშინის სემინარებში მუშაობდა.[4] იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და პოლიტიკური საკითხების შესახებ საჯარო მოხსენებებს კითხულობდა. ქუთაისში თეატრში წაკითხულ მოხსენებას: „მარქსიზმი და პიროვნება“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიცია კინაღამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრები დააპატიმრა, რომლებიც კულისებიდან უსმენდნენ მოხსენებას. (ხიდაშელი, 6)

შალვა ნუცუბიძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს დაამთავრა და თავდაპირველად ყუბანის ოლქში ისტორიის, ფსიქოლოგიისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა. მოგვიანებით, პროფესორ ა. ვედენსკის დახმარებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ზეპირი და წერილობითი სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და 1917 წელს პრივატ-დოცენტის ხარისხის მოსაპოვებლად საცდელი ლექციების კითხვა დაიწყო.[4](ხიდაშელი, 6) იმავე წელს შალვა ნუცუბიძეს პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა.

პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი ორჯერ გააგზავნეს სამეცნიერო მივლინებით ევროპაში. 1911-1914 წლებში გერმანიაში მოღვაწეობისას ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება ალეთოლოგია ჩამოაყალიბა.[5] ის უმეტესწილად ლაიფციგში, ცნობილი ფილოსოფოსების: ვუნდტის, ფოლკელტისა და ბარტის ხელმძღვანელობით მუშაობდა.[4](ხიდაშელი, 6) 1914 წელს შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის მეორე გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.

1911 წელს შალვა ნუცუბიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას ჩამოშორდა და 1915 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1917 წელს სრულიად რუსეთის ეროვნული სოციალისტური პარტიების ცენტრალურ საბჭოში აირჩიეს, რომლის წარმომადგენლადაც პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც სრულიად რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია მიიღეს. იმავე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1918 წელს შალვა ნუცუბიძე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავრი კომიტეტის წევრი იყო.

1918 წელს შალვა ნუცუბიძემ თანამოაზრეებთან (ს. გიორგაძე და სხვ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“ დააარსა, რომელიც სემინარებსა და დისკუსიებს აწყობდა და ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვებასა და ფილოსოფიური ცოდნის პოპულარიზაცას ისახავდა მიზნად.

1919 წელს შალვა ნუცუბიძე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიიდან აირჩიეს და განათლების და საბიბლიოთეკო კომისიების წევრად მუშაობდა.

შალვა ნუცუბიძეს ფილოსოფიის სხვადასხვა დარგში სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობაც მოუწია. მან მცირე დროში შეადგინა სახელმძღვანელოები, რომლებზეც შემდეგში თაობები აღიზარდა: 1919 წელს გამოქვეყნდა „ლოღიკა. ელემენტარი სახელმძღვანელო“,[6] მომდევნო წელს - „ლოღიკა, საშუალო სასწავლებელთათვის“[7] და „ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი 1, შემეცნების პრობლემა“,[8] 1923 წელს კი „ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი“.[9]

შალვა ნუცუბიძემ შეადგინა ახალი ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიაც, რომელიც მანამდე სრულიად დაუმუშავებელი იყო.

1921 წლიდან თედო ღლონტის მიერ რევოლუციური კომიტეტის ნებართვით გამოცემულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. ამავე წელს, შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელი წრე ჩამოყალიბდა.

1925 წელს შალვა ნუცუბიძე ევროპაში გაემგზავრა და ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიური სემინარების მუშაობას გაეცნო.[4] მივლინებაში ყოფნისას იგი „ალეთოლოგიის საფუძვლების“ გერმანულ ენაზე თარგმნას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახალი გამოკვლევა „Wahrheit und Erkenntnisstruktur“, „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ დაწერა, რომელიც 1926 წელს ლიბერტისა და ბუხენაუს რეცენზიით დაიბეჭდა.

შალვა ნუცუბიძის შემოქმედების პირველ პერიოდს ოთხი ნაშრომი: „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (1913), „ალეთოლოგიის საფუძვლები“ (1922), „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ (1926) და „ფილოსოფია და სიბრძნე“ (1931) მიეკუთვნება და ფილოსოფიაში ახალი სისტემის დამკვიდრებისკენაა მიმართული.

ჭეშმარიტების პრობლემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძის მიდგომით, „ჭეშმარიტების პრობლემის გასარკვევად“ შეცდომის ანალიზია საჭირო. შალვა ნუცუბიძის ნაშრომებში ფილოსოფიის საყრდენი პუნქტის კვლევა-ძიება „ჭეშმარიტებას თავისთავად“ უკავშირდება, რომელი წინალოგიკურსა და წინააღმდეგობებისგან განთავისუფლებულ სფეროს მიეკუთვნება. შალვა ნუცუბიძის მიხედვით, „ჭეშმარიტება თავისთავად“ უსაგნო და შინაარსის არ მქონეა.

შალვა ნუცუბიძის აზრით, ბოლცანოსთან „ჭეშმარიტება თავისთავად“ მხოლოდ სუბიექტისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს, თავად კი თვლიდა, რომ იგი ყოველგვარი მიმართებისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ფილოსოფოსის აზრით, წინააღმდეგობათა ფარგლებში რჩებოდა ემილ ლასკიც, რომელიც პირველი შეეხო აღნიშნულ სფეროს. შალვა ნუცუბიძის შეფასებით, ვერც არისტოტელეს ონტოლოგიური თეორია, ვერც იმანუელ კანტის ტრანსცენდენტალური თეორია, ვერც ჰუსერლის ფენომენოლოგია, ვერც ჩვეულებრივი რეალიზმი და ვერც რელაციონალური თეორია ვერ წყვეტს ჭეჭმარიტებისა და შემეცნების სტუქტურის საკითხს. მისი აზრით, „ჭეშმარიტებისკენ თავისთავად“ ნამდვილს გზას მისი ორიგინალური ნააზრევი, „ალეთოლოგიური რეალიზმი“ იძლეოდა.

შალვა ნუცუბიძე არნიშნავდა, რომ მისი ალეთოლოგიური რედუქცია ზიგვარტის რედუქციული მეთოდისაგან განსხვავდებოდა, რადგანაც იგი ლოგიკურად იყო გაგებული და განსხვავდებოდა ჰუსერლის აიდეტური და ფენომენოლოგიური რედუქციისგანაც.[10]

1927 წლის 17 აპრილს შალვა ნუცუბიძემ სადოქტორო დისერტაცია „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1930 წელს, გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა.

1931 წელს შალვა ნუცუბიძი მეორე ნაშრომი დაიბეჭდა გერმანულ ენაზე: „Philosophie und Weisheit“ (ფილოსოფია და სიბრძნე). თუკი 1927 წელს გამოცემული ნაშრომი „პირველი შესავალია ალეთოლოგიურ რეალიზმში“, ეს ნაშრომი „სპეციალური შესავალი იყო ალეთოლოგიურ რეალიზმში“. ალეთოლოგიურ სფეროში შალვა ნუცუბიძე არსსა და აზროვნებას შორის შუალედურ სფეროს გულისხმობდა.

შალვა ნუცუბიძის მიერ გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ ფილოსოფიურ ჟურნალებში. მისი ნაშრომების შესახებ არაერთი რეცენზია გამოქვეყნდა გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და საფრანგეთში. დადებითი რეცენზია გამოაქვეყნა გერმანელმა ნეოკანტელმა ფილოსოფოსმა ბრუნო ბაუხმაც, ხოლო ორივე ნაშრომს განსაკუთრებით მაღალი შეფასებები მისცა კურტ გასენმა. 1932 წელს ეთიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა ბარტოლომეუს ლენდჰირის რეცენზია, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ შალვა ნუცუბიძემ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფილოსოფიის რთული პრობლემების მარტივად გადაწყვეტის მიმართულებით.[11](ხიდაშელი, 24). ერთ-ერთ ნაშრომს ყველაზე ადრე ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე ბაქარაძე გამოეხმაურა, რომლის წერილიც, „ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა“, 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.[12]

შალვა ნუცუბიძემ ცნობილ ფილოლოგ სიმონ ყაუხჩიშვილთან ერთად ძველი ქართული ფილოსოფიური გეგმების გამოცემის ფართო გეგმა შეადგინა. 1937 წელს მათი რედაქციით გამოიცა „განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“, რომელსაც მაღალ დონეზე შესრულებული საძიებლებლები, ქართულ-ბერძნული და ბერძნულ-ქართული ლექსიკონები აქვს დართული. [13] ამ გამოცემამ მტკიცე მეცნიერული ნიადაგი შეუქმნა ქართული ფილოსოფიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგნელის მეცნიერულ შესწავლას და ქართული ფილოსოფიური აზროვნებისადმი ინტერესიც გააძლიერა.(ხიდაშელი, 28)

შალვა ნუცუბიძის აზრით, ბიზანტიური რენესანსი, რომელიც აღმოსავლეთის ხალხთა დასავლეთის კულტურასთან თანამშრომლობით განპირობებული მოვლენა იყო და გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა, საქართველოში გაგრძელდა, რაც განსაკუთრებით იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებაში გამოვლინდა. ქართული რენესანსი მსოფლიო რენესანსის საკითხებთან ერთადაა განხილული. შალვა ნუცუბიძის შემოქმედებაში აღმოსავლური რენესანსის იდეა მომწიფდა, რომელიც დასავლური მეცნიერების „ევროპაცენტრისტული“ თეორიების კრიტიკულ განხილვასთან იყო კავშირში. აღმოსავლური რენესანსის საკითხებს შორის შალვა ნუცუბიძემ ორი პრობლემა გამოკვეთა, რომლებიც ქართველოლოგიის ფარგლებს სცდება და მსოფლიო კულტურის ისტორიის სფეროს მიეკუთვნება. პირველი დასავლური კულტურის აღმოსავლური საფუძვლებია, მეორე კი, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნაშრომთა მნიშვნელობა და ნამდვილი ავტორის საკითხი.(ხიდაშელი, 29).

1938 წელს შალვა ნუცუბიძე ტაშისკარში დააპატიმრეს. თბილისში, შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის შიდა ციხეში ხანგრძლივი ძიებისა და წამების შემდეგ, იგი მოსკოვში საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განკარგულებაში გაგზავნეს, სადაც იძულებული გახდა, საიდუმლო თანამშრომლობაზე დათანხმებულიყო.

1939 წელს, იოსებ ჯუღაშვილის დაკვეთითა და ხელშეწყობით, „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაიწყო, რის შემდეგაც პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. 1940 წლის 23 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე პირადად შეხვდა სტალინს, რომელმაც თარგმანი მოიწონა და მომდევნო წელს პოემაც დაიბეჭდა.

1940-1941 წლებში მოსკოვში, მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1942 წელს თბილისში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კურსის კითხვა გააგრძელა. 1944 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.[4][5]

1945 წელს შალვა ნუცუბიძე სპეციალური დავალებით გაგზავნეს ბერლინში. ერთ-ერთი ვერსიით, მას იაკობ ჯუღაშვილის ბედის გამოკვლევა ევალებოდა, თუმცა ბერლინში ყოფნა და მუშაობა საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა ქართველი ემიგრანტების დასაკავებლად გამოიეყენეს.

1946 წლიდან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფილოსოფიის ინტიტუტში დაიწყო მუშაობა. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოსოფიის ისტორიის კურსს კითხულობდა. 1948 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში მოწყობილ განხილვაზე ნაშრომი „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ პეტრე შარიამ და ილარიონ ტალახაძემ მკაცრად გააკრიტიკეს და ერთი წლის შემდეგ შალვა ნუცუბიძე ინსტიტუტიდან დაითხოვეს.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს 1938 წელს წაყენებული ბრალდებები გაუხსენეს და იმავე წლის 22 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი ჩამაორთვეს, სამი დღის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს. 1960 წლამდე შალვა ნუცუბიძის ნაშრომები: „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ დაიბეჭდა, თუმცა სრულფასოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უზღუდავნდნენ. 1960 წელს შალვა ნუცუბიძემ სსრკ-ის პროკურატურისაგან სრული რეაბილიტაცია მიიღო.

1967 წელს შალვა ნუცუბიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა განაგრძო. ამ პერიოდში იგი „შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე“ მუშობდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივია. 1929 წელს დაიბეჭდა „ხელოვნების თეორია“ გამოიცა; დაიბეჭდა სტატიები იტალიელი არქეოლოგიების მიერ ქართული მონასტრის აღმოჩენასთან დაკავშირებით, ასევე, სტატიები დიალექტიკისა და ლოგიკის საკითხებზე: „ადამიანის იდეა და აღზრდის პრობლემები „ვეფხისტაოსანში“ (1937), „განათლება და საგანმანათლებლო იდეები ქართულ რენესანსში“ (1943), „სამეცნიერო ხარისხების საკითხისათვის ძველ საქართველოში“ (1943) და სხვ.

1956 წელს რუსულ ენაზე გამოიცა შალვა ნუცუბიძის „ვარლაამისა და იოასაფის“ წარმოშობისათვის“, რომელშიც მან ახალი ჰიპოთეზა წამოაყენა პირვანდელი ვარიანტის ავტორის საკითხზე.[4]

ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეთეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ფილოსოფიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესთეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911-1914 წლებში გერმანიაში მოღვაწეობისას შალვა ნუცუბიძემ ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას ჩაუყარა საფუძველი.[5] 1911 წელს ლაიფციგში წაიკითხა მოხსენება ალეთოლოგიის პრინციპების შესახებ. (ხიდაშელი, 6) 1913 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (რუსულად), 1922 წელს კი, თბილისში დაიბეჭდა „ალეთოლოგიის საფუძვლები, ნაწ. I. ჭეშმარიტების პრობლემა“. გერმანიაში გამოიცა „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა, პირველი შესავალი ალეთოლოგიურ რეალიზმში“ (გერმანულად) და „ფილოსოფია და სიბრძნე, სპეციალური შესავალი ალეტოლოგიაში“ (გერმანულად).[4]

1930-იან წლებში შალვა ნუცუბიძე ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.[14] მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა შრომები რენესანსის აღმოსავლური ფესვების შესახებ და ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის თაობაზე. შალვა ნუცუბიძემ ეს ჰიპოთეზა 1942 წელს გამოთქვა. ათი წლის შემდეგ ასეთივე დასკვნა გააკეთა ბელგიელმა მეცნიერმა, ე. ჰონიგმანმა.[5]

შალვა ნუცუბიძის პირველ მნიშვნელოვან გამოკვლევაში „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ ჩეხი მეცნიერის, ბერნარდ ბოლცანოს შეხედულებებია შეფასებული.(7)


რუსთველოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანი ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.[5] მისი კვლევა-ძიების მთავარი დებულების მიხედვით, „ვეფხისტყაოსანი“ ორგანულადაა დაკავშირებულ ქართულ სინამდვილესთან. პირველივე ნაშრომში მან პოემის ძირითადი, სამყაროს მთლიანობის იდეა მიმოიხილა, რომელიც ნიშანდობლივ რენესანსულ იდეას წარმოადგენს. შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ ეს იდეა ნეოპლატონური წარმომავლობისაა.[4]

1958 წელს რუსულ ენაზე გამოიცა შალვა ნუცუბიძის მონოგრაფია „რუსთაველის შემოქმედება“, რომელშიც პოემა ღრმადაა გაანალიზებული. მასში „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის გარემო, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები და პოემის ხალხური, ლიტერატურული და ფილოსოფიური წყაროებია მიმოხილული. შალვა ნუცუბიძის კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჰუმანიზმთან.[4]

აღმოსავლური რენესანსის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძემ აღმოსავლური რენესანსის შესახებ თავისი კონცეფცია და „ევროპაცენტრიზმის“ კრიტიკა პირველად 1940 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში მოხსენების სახით გამოთქვა. კამათში ვიქტორ ჟირმუნსკიც მონაწილეობდა, რომელმაც მომხსენებლის დებულებებისადმი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა და ნუცუბიძის წინააღმდეგ რამდენიმე მოსაზრებაც წამოაყენა. შალვა ნუცუბიძეს ბევრი მომხრეც გამოუჩნდა და რუსთაველისა და აღმოსავლური რენესანსის შესახებ მონოგრაფიის დაწერა დაევალა.(ხიდაშელი, 32)

1947 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა შალვა ნუცუბიძის მონოგრაფია „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც თეორია ბევრმა მეცნიერმა გაიზიარა, მათ შორის, ვიქტორ ჟირმუნსკიმაც.

1941 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომი „აღმოსავლური რენესანსი და ევროპოცენტრიზმის კრიტიკა“, ხოლო 1947 წელს, „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“, ასევე რუსულად. შალვა ნუცუბიძე წერდა, რომ დასავლელი მეცნიერები (მიშლე, ბურჰარდტი, ფოიჰტი და სხვები) რენესანსს ევროპულ მოვლენად მიიჩნევდნენ, ზოგიერთი კი, რენესანსის ცნებიდან ანტიკურობასაც გამორიცხავდა. მსოფლიო კულტურის განხილვისა და შესწავლის შემეგ, შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ რენესანსი აღმოსავლეთში დაიწყო და შემდეგ განვითარდა დასავლეთში. აღმოსავლური რენესანსის თეორიას მხარი დაუჭირეს საბჭოთა მეცნიერებმა: ნ. კონრადმა, ვ. ჟირმუნსკიმ, ი. ბრაგინსკიმ, მ. კაპუსტინმა, ა. ლოსევმა და სხვებმა.

შალვა ნუცუბიძის მსოფლმხედველობით, რენესანსის, ასევე რენესანსული ჰუმანიზმის საფუძველს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ნეოპლატონიზმი წარმოადგენდა. მის ნაშრომებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა „ქართული ნეოპლატონიზმის“ ცნების შინაარსი.[4]

შალვა ნუცუბიძისთვის დასავლური კულტურის აღმოსავლური საფუძვლების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არეოპაგიტულ მოძღვრებას, რომელშიც იგი ევროპული რენესანსის თეორიულ, ფილოსოფიურ საფუძვლებს ხედავდა. 1942 წელს შალვა ნუცუბიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი: „ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ფილოსოფიური აზრის და აღმოსავლური რენესანსის პრობლემების თვალსაზრისით.

არეოპაგიტიკის კვლევამ შალვა ნუცუბიძე მოძღვრების ნამდვილი ავტორის დადგენამდე მიიყვენა, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მეცნიერებაში. 1949 წელს შალვა ნუცუბიძის გამოკვლევა ცნობილი გახდა ბელგიელი მეცნიერის, ერნსტ ჰონიგმანისთვისაც, რომელსაც ჯერ კიდევ 1946 წელს დაწერილ და 1950 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გამოთქმული ჰქონდა ვარაუდი პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობის შესახებ. შალვა ნუცუბიძის გამოკვლევის შემდეგ ჰონიგმანი საკითხს დაუბრუნდა და დებულება დაამტკიცა. ლეონ მელიქსეთ-ბეგი და სიმონ ყაუხჩიშვილი თავიდანვე ენერგიულად უჭერდნენ მხარს ამ თეორიას.(ხიდაშელი, 40-45)

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს შალვა ნუცუბიძემ დიონისე არეოპაგელისა და ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის შესახებ ჰიპოთეზა გამოთქვა. ამ მოსაზრებას საბჭოელმა მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა ეს თეორია დასავლეთში მხოლოდ ათი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მსგავს დასკვნამდე შალვა ნუცუბიძისგან დამოუკიდებლად მივიდა ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი. საბოლოოდ, ამ აღმოჩენას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. ჰონიგმანის გარდაცვალების შემდეგ (1954), ამ თეორიის დაცვა შალვა ნუცუბიძის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. 1957 წელს შალვა ნუცუბიძემ ნაშრომი „პეტრე იბერი და არეოპაგიტიკის პრობლემები“ ამ საკითხს მიუძღვნა, ხოლო 1963 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა გამოკვლევა „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში.[5] 1917 წელს, პეტერბურგში ყოფნისას, გიორგი ახვლედიანმა მას ივანე ჯავახიშვილის მოწვევა გადასცა. შალვა ნუცუბიძემ ცოლ-შვილი პეტერბურგში დატოვა და უნივერსიტეტის დაარსების სამზადისში ჩასართავად, თბილისში დაბრუნდა. სხვადასხვა დროს შალვა ნუცუბიძეს უნივერსიტეტის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: პრორექტორის (1920-1929), დეკანის, ბიბლიოთეკის დირექტორის, კათედრის გამგის, სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი დეკანის და ა.შ. მანვე გახსნა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.[5](10)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძე სხვადასხვა ფაკულტეტზე არაერთ კურსს კითხულობდა: ფილოსოფიის შესავალს, ისტორიულ მატერიალიზმს, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიას, სამეცნიერო მეთოდიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას, მტკიცებით სამართალს და სხვ. 1929 წელს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ესთეტიკის კურსის წასაკითხად მიიწვიეს. 15 წლის მანძილზე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე იყო, რომლის საფუძველზეც შემდეგში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი შეიქმნა.[5](11)

1923 და 1929 წლებში შალვა ნუცუბიძე ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო.[4](11) 1934 წელს შალვა ნუცუბიძე უცხოეთთან კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი იყო.[15]

შალვა ნუცუბიძე ქმნიდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს, ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ქართული პოეზიის შედევრებს უცხო ენაზე თარგმნიდა და ა.შ.[5]

საბჭოთა რეპრესიები შალვა ნუცუბიძესაც შეეხო. იგი დააპატიმრეს და ციხიდან უშუალოდ იოსებ სტალინის ჩარევით გაათავისუფლეს. 1953 წელს ის ბერიას საქმესთან დააკავშირეს, რის გამოც მეცნიერებათა აკადემიიდან, უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან და სხვა დაწესებულებებიდან გარიცხეს.[5]


ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ნუცუბიძე 1969 წლის 9 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში, სადაც ოთარ ფარულავას მიერ დამზადებული ქანდაკება დგას.[5][16]


1897 წლიდან სწავლა განაგრძო [ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]]. 1904 წლიდან გახდა რსდმპ-ის წევრი. გიმნაზიაში რედაქტორობდა არალეგალურ ჟურნალ „განთიადს“. 1905 წელს ხონში ესწრებოდა ალექსანდრე წულუკიძის დაკრძალვას, სადაც წარმოთქვა სიტყვა სამტრედიის ორგანიზაციის სახელით. 1905 წლიდან შეუერთდა ბოლშევიკების ფრაქციას.

1906-1910 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე ფილოსოფიის განხრით. მუშაობდა ცნობილი პროფესორების ა. ვედენსკის, ნ. ლოსკის და ი. ლაფშინის ხელმძღვანელობით. 1908 წლიდან კითხულობდა ლექციებს მარქსიზმის ფილოსოფიის შესახებ. 1910 წელს გაგზავნეს მასწავლებლად ყუბანის ოლქში. 1911 წელს ჩამოშორდა რსდმპ-ს. 1911-1913 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. გერმანიაში ყოფნის დროს მუშაობდა ვუნდტის, ფოლკელტისა და ბართის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება — ალეთოლოგიური რეალიზმი. 1913 წელს რუსეთში დაბრუნებული ნუცუბიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორების რეკონენდაციით ყბანიდან გადაიყვანეს პეტერბურგში „ალექსანდრეს გიმნაზიაში“.

1915 წლიდან გახდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი. 1917 წელს ჩააბარა გამოცდები და გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს იყო სი~ოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტში სამუშაოდ ქართველი პროფესორების მოზიდვის საქმეს. 1918 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე, იყო პრორექტორი, დეკანი და ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი. 1918 წლის 26 მაისს მან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიური სემინარების და დისკუსიების ციკლს. მისი სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები: მოსე გოგიბერიძე, კონსტანტინე მეგრელიძე, სავლე წერეთელი კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი.

1919 წელს შალვა ნუცუბიძე გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის სიით. იყო განათლების და საბიბლიოთეკო კომისიების წევრი. 1921 წლის 1 თებერვალს კონფლიქტი მოუვიდა დეპუტატ ბენია ჩხიკვიშვილთან, რა დროსაც ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. ინციდენტს მოჰყვა სტუდენტების პროტესტი ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნით.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნუცუბიძე დარჩა საქართველოში და საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზას დაადგა. მან თედო ღლონტთან ერთად დაიწყო რეჟიმის მიერ სანქცირებულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტში“ თანამშრომლობა, საიდანაც საზოგადოებას მოუწოდებდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. 1922 წლიდან იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სსრ-ის ცაკის წევრი; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ-ის განათლების კომისარიატთან არსებულ საქართველოს უცხოეთთან კულტურული ერთიერთობის საზოგადოებას. 1926 წელს სამეცნიერო მივლინებით მუშაობდა გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც გამოიცა მისი ფილოსოფიური შრომები. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისთვის „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“. 1929 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი ინიციატივით გაიხსნა ახალი ფაკულტეტები.

1930 წელს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მას არარ მისცეს საშუალება გაეგრძელებინა ფილოსოფიის ლექციების კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1938 წლის ზაფხულში დააპატიმრეს ტაშისკარში. ხანგრძლივი ძიების და წამების შემდეგ გაგზავნეს მოსკოვში, სადაც იძულებული გახდა დათანხმებულიყო საიდუმლო თანამშრომლობას. 1939 წელს, პატიმრობისას, იოსებ სტალინის დაკვეთით და ხელ

შეწყობით დაიწყო „ვეფხისტყაონის“ რუსულ თარგმანზე მუშაობა. ამის გამო გაათავისუფლეს პატიმრობიდან. 1940 წელს პირადად შეხვდა სტალინს, რომელმაც ნუცუბიძის თარგმანი მოიწონა და 1941 წელს თარგმანი გამოიცა კიდეც. 1940-1941 წლებში მუშაობდა მოსკოვში, მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1942 წელს დაბრუნდა თბილისში და განაგრძო ლექციების კითხვა თსუ-ში. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. დაიწყო მუშაობა კვლევებზე აღმოსავლური რენესანსის თეორიის დასაბუთებისთვის. იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებული საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი ცალკე მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდო დიონისე არეოპაგელის და პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს თეორია მან წამოაყენა 1942 წელს. 1946 წელს იგივე თეორია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა ერნესტ ჰონიგმანმა. თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

1945 წელს ნუცუბიძე მიავლინეს ბერლინში იაკობ ჯუღაშვილის ბედის გამოსარკვევად, მაგრამ საბჭოთა უშიშროებამ ბერლინში მისი საქმიანობა გამოიყენა იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების ასაყვანად. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1948 წელს მისი ნაშრომი „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ მკაცრად გააკრიტიკეს პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებმა პეტრე შარიამ და ილარიონ ტალახაძემ. შედეგად, 1949 წლის 25აპრილს ნუცუბიძე ფილოსოფიის ინსტიტუტიდან დაითხოვეს. 1953 წელს სტალინის სიკვდილისა და ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ წამოწყებული წმენდის ფარგლებში ნუცუბიძეს გაუხსენეს ძველი ბრალდებები. 1953 წლის 22 დეკემბერს მას ჩამოართვეს აკადემიკოსის ხარისხი, ხოლო 25 დეკემბერს დაითხოვეს უნივერსიტეტიდან. 1960 წლამდე, მიუხედავად შევიწროებისა, მაინც დაიბეჭდა ნუცუბიძის შრომები „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“. თუმცა ნუცუბიძეს მაინც არ აძლევდნენ სრულფასოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის საშუალებას.

1960 წელს სსრკ-ის პროკურატურისგან ნუცუბიძემ მიიღო სრული რეაბილიტაცია. 1967 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო ლექციების კითხვა შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. გარდაიცვალა თბილისში 1969 წლის 6 იანვარს.. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს სიმონ კანდელაკის ქუჩის მონაკვეთს შალვა ნუცუბიძის სახელი ეწოდა.[17]

2013 წელს თამაზ და თამარ ნუცუბიძეებმა შალვა ნუცუბიძის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 594 დასახელების 635 საბიბლიოთეკო ერთეულს მოიცავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცეს.[18]

ორგანიზაციები და ასოციაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

რჩეული ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლოღიკა: საშუალო სასწავლებელთათვის. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“. 1920.
  • ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი I: შემეცნების პრობლემა“. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“. 1920.
  • ალეთოლოგიის საფუძვლები, წიგნი I: ჭეშმარიტების პრობლემა.“ ტფილისი: სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სტამბა. 1922.
  • „ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი“. ტფილისი: სახელგამი. 1923.
  • „Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus“. Berlin und Leipzig: Walter de Gruyter. 1926.
  • „Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie“. Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag. 1931.
  • „ქართული ფილოსოფიის ისტორია (I ტომი)“. [რედ. შ. ხიდაშელი] თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 1956.
  • „Шота Руставели, Витязь в Тигровой Шкуре“. Тбилиси. 1957.
  • „ქართული ფილოსოფიის ისტორია (II ტომი)“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 1958.
  • კრიტიკული ნარკვევები: ფილოსოფია და კულტურა“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1965.
  • „კრიტიკული ნარკვევები: ლიტერატურა და ფილოსოფია“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1969.
  • „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1973.
  • „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. ფილოსოფია და სიბრძნე“. [რედ. თ. ბუაჩიძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1979.
  • „ფილოსოფიის შესავალი (შემეცნების პრობლემა). ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები)“. [რედ. ა. ბეგიაშვილი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1974.
  • „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1976.
  • „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“. [რედ. ნ. ნათაძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1975.
  • „ბერძნული რომანის „ბარლაამისა და იოასაფის“ წარმოშობისათვის“. [რედ. ნ. ნათაძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1977.
  • „რუსთაველის შემოქმედება“. [რედ. ა. ბარამიძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1980.
სტატიები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე, თ. (2013). ანტიკური ნეოპლატონიზმის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ. წიგნში: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“. ISBN 978-9941-436-55-0. გვ. 50-58.
  • კეკელიძე, კ. (1957). რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი. წიგნში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. IV. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ.37–55.
  • ნადიბაიძე, ფ. (1981). ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები. თბილისი: „მეცნიერება“.
  • მახარაძე, მ. (2011). არეოპაგიტიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. ISBN 978-9941-439-00-1.
  • ურიდია, ბ. (1976). შალვა ნუცუბიძე შემეცნების თეორიისა და ლოგიკის პრობლემების შესახებ. თბილისი: „მეცნიერება“.
  • ჭელიძე, მ. (2002). შალვა ნუცუბიძე ― ეროვნული გონის ემანაცია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. მესიანიზმის კრიტიკა. წიგნში: „ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით“. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 134-151.
  • ჯალაღონია, დ. (2013). ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, 3. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISSN 2233-3568.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეომასალა
  • მე, შალვა ნუცუბიძე, რეჟ: ბესიკ გაფრინდაშვილი. პირველი არხი. 15 დეკემბერი, 2018. წვდომის თარიღი: 26 სექტემბერი, 2021.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Indiana Philosophy Ontology Project
  3. 3.0 3.1 3.2 Нуцубидзе Шалва Исакович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 ბარკავა, მ. დოლიძე, ე., „შალვა ნუცუბიძე (1888-1969): ბიობიბლიოგრაფია“, თბილისი: „მეცნიერება“, 1986. — გვ. 3-14, ISBN 978-9941-0-9318-0.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 გაიპარაშვილი, ზ. (რედ.). (2020). უნივერსიტეტი (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-922-2. გვ. 60-61.
  6. ნუცუბიძე, შ. (1919). ლოღიკა: ელემენტარი სახელმძღვანელო. ქუთაისი
  7. ნუცუბიძე, შ. (1920). ლოღიკა. საშუალო სასწავლებელთათვის. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“.
  8. ნუცუბიძე, შ. (1920). ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი 1, შემეცნების პრობლემა. თბილისი: სტამბა „სახალხო საქმე“.
  9. ნუცუბიძე, შ. (1923). ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი. ტფილისი: სახელგამი.
  10. ხიდაშელი, 13-21.
  11. Landheer, B. (1932). Book Reviews. International Journal of Ethics. Vol. 42. N3. გვ. 394-395.
  12. ბაქრაძე, კ. (1928). ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა. მნათობი, 1. ტფილისი: სახელმწიფო გამომცემლობა. გვ. 219-239.
  13. ნუცუბიძე, შ. ყაუხჩიშვილი, ს. [რედ.]. (1937). განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის. თბილისი: ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  14. ნუცუბიძე, შ. (1965). კრიტიკული ნარკვევები: ფილოსოფია და კულტურა. თბილისი: საბჭოთა საქართველო. გვ. 212.
  15. საქართველოს პროსოპოგრაფია: პირები. შალვა (ვარლამ) ისაკის ძე ნუცუბიძე. www.prosopography.iliauni.edu.ge. მოძიების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021.
  16. გაიპარაშვილი, ზ. (2005). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“. გვ. 10.
  17. აბაშიძე, ზ. და სხვ. (რედ.).(2008). თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები. თბილისი: ქართუ. ISBN 9789992820353. გვ. 131.
  18. გაიპარაშვილი, ზ. [რედ.]. (2015). ბიბლიოთეკის კოლექციები: შალვა ნუცუბიძის კოლექცია. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-439-00-1.


შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი, 1967 წელი
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძე
შალვა ნუცუბიძის საფლავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში
შალვა ნუცუბიძე და რუმინელი მწერალი ვ. კერბახი