მერაბ მერაბიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მერაბ მერაბიშვილი (დ. 6 ივლისი, 1931, თბილისი — გ. 11 იანვარი, 2022[1]) — ქართველი მეცნიერი, მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1980). საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1988-2022), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996-2022), საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. 1961 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია, 1970 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი; 1991-2005 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის გამგე, 2005 წლიდან მთავარი მრჩეველი. მისი ნამუშევრებია: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი თბილისში (1961, ბრინჯაო, ზომა 5მ.40სმ. (პოსტამენტის გარეშე). საკავშირო კონკურსი I პრემია), ერეკლე II ცხენოსანი ძეგლი თელავში (1972, ბრინჯაო, ზომა 8.5მ. (პოსტამენტის გარეშე). რესპუბლიკური კონკურსი I პრემია), დიმიტროვის ძეგლი მოსკოვში კონსტანტინე მერაბიშვილთან ერთად (1973 ბრინჯაო, ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე). საკავშირო კონკურსი I პრემია), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში (1984, ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე)), შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, კონსტანტინე მერაბიშვილთან ერთად, ბრინჯაო, (2011), გენერალ პ. ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი მოსკოვში (1999, ბრინჯაო, ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე)), აკადემიკოს ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ძეგლი ქალაქ დუბნაში (2001 ბრინჯაო, ზომა 3 მ. (პოსტამენტთან ერთად)), პოეტ ილო მოსაშვილის ძეგლი თბილისში (ბრინჯაო, ზომა 3 მ. (პოსტამენტთან ერთად)).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001: ღირსების ორდენი
  • დიმიტროვის ოქროს მედალი (ბულგარეთი)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]