ალექსანდრე წულუკიძე (ექიმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე წულუკიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე წულუკიძე
Culukidze1.jpg
დაბ. თარიღი 22 იანვარი 1888(1888-01-22)
დაბ. ადგილი კვახჭირი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 21 იანვარი 1967(1967-01-21) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ეროვნება ქართველები
სამეცნიერო სფერო მედიცინა
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე (დ. 22 იანვარი, 1888, სოფ. კვახჭირი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი, 1967, თბილისი) — ქართველი ქირურგი-უროლოგი, მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), ლენინის, წითელი ვარსკვლავის და შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი, სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა) სამედიცინო ფაკულტეტი. 1916 წლიდან მუშაობს თბილისის ლაზარეთის ორდინატორად. ამავე წლიდან მუშაობდა გრიგოლ მუხაძესთან. 1922–1924 წლებში მივლინებით იმყოფებოდა პარიზის, ბერლინის და ვენის უროლოგიურ კლინიკებში. 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ თბილისის # 1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას. ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1930 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1930–1959 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას. ასევე იყო საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე. 1949–1953 წლიდან იქნა არჩეული თბილისის ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორად.

1953–1965 წელს იყო მის მიერ დაარსებული უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა). მეორე მსოფლიო ომის (1941–1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინოსტროს მთავარ ქირურგად. იყო უროლოგთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი და სხვა. შეისწავლიდა შარდკენჭოვან დაავადებას, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მედიცინის ისტორიის საკითხებს. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. ქართულ ენაზე შეადგინა უროლოგიის პირველი სახელმძღვანელოები.

არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე წულუკიძე. საქართველოს ექიმები — ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი, 2019.