გიორგი ნახუცრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი 20 მაისი 1902(1902-05-20)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1992
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა დრამატურგი და პროზაიკოსი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

გიორგი (გუგა) დავითის ძე ნახუცრიშვილი (დ. 20 მაისი, 1902, თბილისი — გ. 1992, იქვე) — ქართველი პროზაიკოსი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მწერალ დავით ნახუცრიშვილის ოჯახში. მშობლების და მათი გარემოცვის წყალობით, ადრევე ეზიარა ლიტერატურას — ნახუცრიშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ იმ დროის გამოჩენილი მწერლები და ხელოვანები. კვირაობით მამას ხშირად დაჰყავდა „ლიტერატურულ დილაზე“.

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი. წერა 20-იანი წლებიდან დაიწყო — მისი მოთხრობა „თაგუნას თავგადასავალი“ გამოქვეყნდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულში“. 1933 წელს წიგნად გამოიცა მისი მოთხრობა „მამამ გამომგზავნა“. 1934 წელს მწერალმა დაასრულა დეტექტიური ჟანრის რომანი „მგელკაცა“. ნაწარმოებს მაღალი შეფასება მისცა ლეო ქიაჩელმა, რომელიც იმხანად ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო. ჟურნალში რომანის მხოლოდ ნაწილის დაბეჭდვა მოხერხდა, სრული სახით კი ნაწარმოები 1939 წელს გამოიცა.[1]

შემდგომში მწერალი ძირითადად, დრამატურგიის ჟანრში მოღვაწეობდა, რითიც ფართოდ გაითქვა სახელი. მისი პიესები იდგმებოდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: იმდროინდელი სსრკ-ს რესპუბლიკებში, გდრ-ში, ბელგიაში, ფინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. პირველი პიესა-ზღაპარი „ნაცარქექია“, რომლის წერა ჯერ კიდევ დავით ნახუცრიშვილმა დაიწყო და გიორგი ნახუცრიშვილმა დაასრულა, 1936 წელს დაიდგა. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს პიესა „ჭინჭრაქამ“ მოუტანა, რომელიც 1963 წელს, რუსთაველის თეატრში დადგა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა.

გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებებზეც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

გარდაიცვალა 1992 წელს.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაგუნას თავგადასავალი (მოთხრობა)
  • მამამ გამომგზავნა (მოთხრობა) (1933)
  • სილვა ვასილიევი (1934)
  • მგელკაცა (რომანი) (1934)

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაცარქექია (1936)
  • კომბლე (1939)
  • აჩაკუნე (1940)
  • ბელადის სიჭაბუკე
  • წიწამური (1956)
  • ფიროსმანი (1960)
  • ჭინჭრაქა (1962)
  • შაითან ხიხო (1964)

ინსცენირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცხოვრების სხვადასხვა სცენები... (22 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2020.