იური კაჭარავა
იერსახე
იური კაჭარავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 მარტი, 1913 |
დაბ. ადგილი | ბანძა |
გარდ. თარიღი | 22 თებერვალი, 1994 |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მეცნიერი და ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო წოდება | საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988) |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965) |
სამეცნიერო სფერო | ისტორია |
იური კაჭარავა (დ. 22 მარტი, 1913, ბანძა ― გ. 22 თებერვალი, 1994) ― ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იური კაჭარავა 1913 წლის 22 მარტს სოფელ ბანძაში (დღევანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1937 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.
1938 წლიდან სხვადასხვა სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა. 1946-1954 წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე იყო. 1958 წლიდან ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საბჭოთა საქართველო სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდში: 1921-1925“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1958.
- „ისტორიოგრაფიული ეტიუდები“. თბილისი: მეცნიერება. 1977.
- „ქართული ისტორიოგრაფიის აქტუალური პრობლემები“. თბილისი: მეცნიერება. 1986.
- „ისტორია და თანამედროვეობა“. თბილისი: მეცნიერება. 1986.