კონსტანტინე ფიცხელაური
კონსტანტინე ფიცხელაური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1930 |
დაბ. ადგილი | თბილისი, ასფსრ |
ალმა-მატერი | თსუ |
კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური (დ. 26 ნოემბერი, 1930, თბილისი, ასფსრ) — ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი 1972 წლიდან, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1997 წლიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქეოლოგიის ინსტიტუტის უცხოელი წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1954-1957 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960 წწ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1968 წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2000 წწ. განყოფილების გამგე; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ემერიტუსი; 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსულტანტი. 1960 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი; 1972 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი; მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის არქეოლოგია, ბრინჯაოს ხანის კულტურათა გენეზისი, ქრონოლოგია, პერიოდიზაცია, საქართველოში სახელმწიფოებრიობის სათავეების კვლევა არქეოლოგიური მასალების მიხედვით. არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემაა „აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები“, რომელიც დაიცვა 1972 წელს.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII ს.ს.), არქეოლოგიური მასალების მიხედვით, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, 1973
- იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, წინაანტიკური ხანის არქეოლ. მასალების მიხედვით, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, 1965