შინაარსზე გადასვლა

თინათინ ყაუხჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაუხჩიშვილი.
თინათინ ყაუხჩიშვილი
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1919(1919-05-10) ან 1919[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 2011[1]
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა სიმონ ყაუხჩიშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენი და სიმონ ყაუხჩიშვილის პრემია

თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011, იქვე) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,[2] პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975), სიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.[3]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ, ძველბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის, ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975) და ღირსების ორდენის კავალერი (1999). ასევე მიღებული აქვს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008).[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. 1.0 1.1 Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  2. თინათინ ყაუხჩიშვილი. Feminism-boell.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  3. ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი. საქართველოს რესპუბლიკა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (1 აპრილი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
  4. თინათინ ყაუხჩიშვილის ხსოვნა. „საქართველოს რესპუბლიკა“. science.org.ge (1 აპრილი, 2011). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.