არჩილ ძიძიგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არჩილ ძიძიგური (დ. 15 აგვისტო, 1914, ქუთაისი — გ. 1997) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

1938 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.

1952–1957 წლებში განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც მისი ინიციატივით 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო 1973 წლამდე. 1968-1970 წლებში განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას. 1973 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას. არჩილ ძიძიგურის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად. ავტორია 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, მრჩეველი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1978-1988)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980 - ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 1974 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]