საჩხერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
საჩხერე
Sachkhere, View from TV Tower.jpg
საჩხერე მოდინახეს ციხიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დაქვემდებარება მუნიციპალიტეტის ცენტრი
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19′06″ ჩ. გ. 43°20′15″ ა. გ. / 42.31833° ჩ. გ. 43.33750° ა. გ. / 42.31833; 43.33750
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ფართობი 771 000 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500-550
მოსახლეობა 6 140[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 435[2]
საფოსტო ინდექსი 4000[3]
საავტომობილო კოდი DAK ; DAU :
საჩხერე — საქართველო
საჩხერე
საჩხერე — იმერეთის მხარე
საჩხერე

საჩხერე — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა. ქალაქში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რეზიდენცია, საფეხბურთო კლუბი ჩიხურა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომს, სარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან 170 კილომეტრი საავტომობილო გზით, 232 რკინიგზით, ქუთაისიდან 91 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 6 140 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 7 778 -- --
2002[4] Decrease2.svg 6 660 -- --
2014[1] Decrease2.svg 6 140 2 931 3 209

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი ნაჩერქეზევი, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.

საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში.

ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და თბილისს იმერეთის სამეფოსთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტ არჩილ II-ის ნაწარმოებში „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად.

საჩხერე წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასისაგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.

1926 წლისთვის საჩხერის თემი შედგებოდა 15 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8103 ადამიანს, ხოლო ფართობი 142,9 კმ2-ს.[5]

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. გადმოცემის თანახმად თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს უარით გამოუსტუმრებია, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ გაითხარა 3 ნამოსახლარი, მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ნივთი, კოლხური და რომაული მონეტა.

საჩხერიდან 10 კილომეტრით დაშორებულია ეხვევი, X საუკუნის ერთნავიანი ეკლესია.

გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა ნასტამბარი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. თავადმა ზურაბ წერეთელმა და მის შვილმა, გრიგოლმა სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადაიტანეს.

აღსანიშნავია რკინიგზის სადგურის შენობა. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად, აშენდა რკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. შემორჩენილია ასევე ელისაბედ წერეთლის სასახლეც.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჩხერეში დაიბადნენ:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  5. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი