ნინო ლომჯარია
| ნინო ლომჯარია | |
| საქართველოს სახალხო დამცველი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 დეკემბერი, 2017 – 8 დეკემბერი, 2022 | |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
| წინამორბედი | უჩა ნანუაშვილი |
| მემკვიდრე | თამარ გვარამაძე მ/შ |
| დაბადებული | 15 თებერვალი, 1984 ოზურგეთი |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| საქმიანობა | იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი |
ნინო ლომჯარია (დ. 15 თებერვალი, 1984, ოზურგეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინო ლომჯარია დაიბადა 1984 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალში 2006 წელს; სენტ-ლუისის (აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2011 წელს.
2003-2004 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), იურიდული დახმარების ცენტრის ასისტენტი; 2005-2007 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურისტი; 2008-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო პროექტების კოორდინატორი; 2011 წელს ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, სამართლის პროფესორის ასისტენტი; 2014-2015 წლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2015 წლებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წლებში „ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი (ENEMO)“, გენერალური მდივანი; 2016 წელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), იურიდიული და საარჩევნო კონსულტანტი; 2016-2017 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველი.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო „თავისუფლების“ პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი აღარ არის. www.resonancedaily.com. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2022.
- ↑ რიგით მეხუთე ომბუდსმენის თანამდებობა ნინო ლომჯარიამ დაიკავა. tv25.ge. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2019.
| |||||