ახმეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ახმეტა

ახმეტის ხედი რესტორან „ვარსკვლავიდან“
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°02′00″ ჩ. გ. 45°12′00″ ა. გ. / 42.03333° ჩ. გ. 45.20000° ა. გ. / 42.03333; 45.20000
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 567 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6363[1] კაცი (2021)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,8 %
ოსები 1,7 %
ქისტები 0,8 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 349[3]
საფოსტო ინდექსი 0900[4]
ახმეტა — საქართველო
ახმეტა
ახმეტა — კახეთის მხარე
ახმეტა
ახმეტა — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახმეტა

ახმეტა[5] — ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ადმინისტრაციულად ახმეტის თემში შედის სოფელი ბუღაანი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან, ზღვის დონიდან 567 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 184 კმ. საავტომობილო გზებით უკავშირდება თელავს (29 კმ), თიანეთსა (31 კმ) და ყვარელს (64 კმ).

ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,5 °C, ივლისისა 22 °C, საშუალო წლიური ტემპერატუეა 11,6 °C. ნალექები 820 მმ წელიწადში. ახმეტის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრში, ილტოს ხეობაში მარმარილოს საბადოა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისთვის კი ახმეტა დაურქმევიათ. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, იხსენიება XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ახმეტა განთქმული იყო საუკეთესო ღვინით. ლეკიანობის დროს ახმეტაში ხშირად იმართებოდა ბრძოლები.

XVIII საუკუნის 40-იან წლებში ახმეტა მიწისძვრამ დაანგრია, 1754 წელს კი ხუნძახის მმართველმა ნურსალ ბეგმა ააოხრა. XIX საუკუნის დასაწყისში გიორგი მაღალაშვილს ახმეტაში ეკლესიის აგება დაუწყია, მშენებლობა მის შვილებს დაუმთავრებიათ. მაღალაშვილის ქართლიდან კახეთში გადასახლება სვეტიცხოვლის საკათალიკოსო მამულების მართვა-გამეგეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, სავარაუდოა, რომ ახმეტაში მან რაღაც სახელო და მასთან ერთად მამულიც მიიღო. 1812 წლის 31 იანვარს ახმეტაში რუსეთის იმპერიის მთავრობის საეგზეკუციო რაზმი ჩავიდა. ახმეტელებმა განგაში ატეხეს და რაზმი განდევნეს. ეს გახდა ნიშანი კახეთში აჯანჯების დაწყებისა.

ქალაქის სტატუსი მიიღო 1966 წელს. ახმეტის საქალაქო საბჭო მოიცავდა 15 სოფელს. 1971 წელს დამუშავდა ქალაქის გენერალური გეგმა (არქიტექტორი რ. ხატიაშვილი, ეკონომისტი ჯ. ძაძუა). საბჭოთა დროს მოქმედებდა ხის დამამუშავებელი, ღვინის, საკონსერვო, ყველ-კარაქის, საფუარის ქარხნები, სატყეო, ვაზის სანერგე და მევენახეობის მეურნეობები. მოქმედებდა საჰაერო მიმოსვლა თბილისამდე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 [1] 6836
1970 [1] 8205
1979 [1] 9018
1989 [1] 8970
2002[1] 8571
2014[1] 7105
2021[1] 6363

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახმეტის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე მდებარეობს ახმეტის ღვთაების ეკლესია. ესაა VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც წყაროებში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი. ნაშენებია რიყის ქვით და შირიმით. ბაზილიკის ირგვლის შემორჩენილია გალავნის, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ნანგრევები და დარბაზული ეკლესია.

ახმეტაში მოქმედებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]