თინა ბოკუჩავა
| თინათინ ბოკუჩავა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 29 მაისი, 1983 |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა; სმითის კოლეჯი, მასაჩუსეტსი, აშშ |
| ეროვნება | ქართველი |
| პარტია | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი |
|
| |
თინათინ (თინა) ბოკუჩავა (დ. 29 მაისი, 1983, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. 2024 წლის 8 ივნისიდან არის პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმითის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თინა ბოკუჩავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თინა ბოკუჩავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ფრთის საიტზე დაარქივებული 2020-10-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის. „პირველი არხი“, 8 ივნისი, 2024.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
| ||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
- დაბადებული 29 მაისი
- დაბადებული 1983
- ქართველი იურისტები
- ქართველი ქალი პოლიტიკოსები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ქალი წევრები
- თბილისში დაბადებულები
- ბოკუჩავები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის ქალი წევრები
- ცოცხალი ადამიანები