შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1995

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (1995))
1991 საქართველოს დროშა 2000
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
5 ნოემბერი, 1995
პრეზ. კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე ჯუმბერ პატიაშვილი
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
მოსახლეობის ხმები 1 589 909 414 303
პროცენტი 74,32% 19,37%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

1995 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ. ეუთო-ს დასკვნით, არჩევნებმა საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა და სხვადასხვა პრობლემას მისი შედეგებისთვის ჩრდილი არ მიუყენებია.[1] თუმცა, ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.[2]

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:

ე. შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1993-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეკავა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა.
ჯუმბერ პატიაშვილი ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
აკაკი ბაქრაძე - კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.
პანტელეიმონ გიორგაძე - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1993-2009 წლებში.
ქართლოს ღარიბაშვილი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში.
როინ ლიპარტელიანი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში, ფრაქცია „დავით აღმაშენებლის” და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 121 075. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 127946 ადამიანმა. 7980 ბიულეტენი (მონაწილეთა 2,7%) ბათილად ჩაითვალა.

კანდიდატიხმების რაოდენობა%
ედუარდ შევარდნაძე1 589 90974,32
ჯუმბერ პატიაშვილი414 30319,37
აკაკი ბაქრაძე31 3501,47
პანტელეიმონ გიორგაძე10 6970,50
ქართლოს ღარიბაშვილი10 0230,47
როინ ლიპარტელიანი7 9480,37

ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია იმავე წლის 25 ნოემბერს შედგა.

საპარლამენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმავე დღეს პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელშიც სამმა პარტიამ მოახერხა 5%-იანი ზღვარის გადალახვა. ესენი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Report on the Parliamentary Elections in the Republic of Georgia ინგლისურად (PDF). ეუთო (01 თებერვალი 1996). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012].  გვ. 106, ISBN 978-9941-0-5972-8.