ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია | ||
![]() | ||
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
5 მარტი, 1953 – 26 ივნისი, 1953 | ||
წინამორბედი | სემიონოვ იგნატიევი | |
მემკვიდრე | სერგეი კრუგლოვი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
25 ნოემბერი, 1938 – 29 დეკემბერი, 1945 | ||
წინამორბედი | ნიკოლაი ეჟოვი | |
მემკვიდრე | სერგეი კრუგლოვი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
15 იანვარი, 1934 – 31 აგვისტო, 1938 | ||
წინამორბედი | პეტრე აგნიაშვილი | |
მემკვიდრე | კანდიდ ჩარკვიანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
14 ნოემბერი, 1931 – 18 ოქტომბერი, 1932 | ||
წინამორბედი | ლავრენტი ქართველიშვილი | |
მემკვიდრე | პეტრე აგნიაშვილი | |
დაბადებული | 29 მარტი, 1899 მერხეული, სოხუმის ოკრუგი | |
გარდაცვლილი | 23 დეკემბერი, 1953 (54 წლის) მოსკოვი, რუსეთის სფსრ | |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | კომპარტია (1918-1952) | |
მეუღლე | ნინა გეგეჭკორი | |
შვილები | სერგო ბერია | |
ხელმოწერა | ![]() |
ლავრენტი პავლეს ძე ბერია (დ. 29 მარტი [ძვ. სტ. 17 მარტი], 1899, მერხეული ― გ. 23 დეკემბერი (სხვა მონაცემებით 26 ივნისი), 1953, მოსკოვი) — სსრკ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1945 წლიდან), სოციალისტური შრომის გმირი (1943 წლიდან). სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. 1953 წელს ბერია დააპატიმრეს შპიონაჟის და აგრეთვე შეთქმულების ბრალდებით.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაქოში დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი. პოლიტიკური მუშაობა აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე დაიწყო. მისი მოწინააღმდეგები ამტკიცებდნენ, რომ იქ ორმაგ მუშაობას ეწეოდა ბოლშევიკურ ორგანიზაციასა და ნაციონალისტურ პარტია „მუსავატში“. ბაქოს გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრა საგანგებო კომისიამ, მაგრამ მალე გამოუშვეს და საბჭოთა აზერბაიჯანის ფაქტობრივ დიქტატორ ბაგიროვის განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა. თბილისში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა საგანგებო კომისიას (ჩეკა). იყო მისი თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი თავმჯდომარე. მის დაწინაურებას ხელს უწყობდნენ მამია ორახელაშვილი, პეტრე აღნიაშვილი და სხვები, მაგრამ ის ეჭვებს იწვევდა სერგო ორჯონიკიძეში. ამ უკანასკნელმა ვიწრო მეგობრების წრეში ბერიას „პატარა აზეფი“ უწოდა. ამის შემდეგ ბერია ორჯონიკიძის დაუძინებელი მტერი გახდა. ორჯონიკიძის მოსკოვში გადაყვანამ ხელი შეუწყო ბერიას შურისძიებას. მან აგენტები მიუჩინა ორჯონიკის ძმას, პაპულიას, რომელსაც გულახდილი ლაპარაკი უყვარდა და მეგობრების წრეში აკრიტიკებდა ძველ მეგობარ სტალინს. პაპულია ორჯონიკიძე დაიჭირეს და დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, თითქოს სტალინის მოკვლას აპირებდა. სტალინი მართლაც გეგმავდა თბილისში ჩასვლას და ორჯონიკიძესთან დარჩენას. პაპულია ორჯონიკიძე დახვრიტეს, მისი უმცროსი ძმა გადაასახლეს, სერგო ორჯონიკიძე გაჩხრიკეს, მაგრამ დაპატიმრება ვერ გაუბედეს, რადგან ის უზომოდ პოპულარული იყო ბოლშევიკ ლიდერთა შორის. მაგრამ ორჯონიკიძე მალე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი (მკვლელობა თუ თვითმკვლელობა) დადგენილი არ არის.
ბერიამ მოახდინა თბილისში საბჭოთა დამსჯელი ორგანოების ცენტრალიზება. მანამდე ორი დამსჯელი ორგანო მოქმედებდა, საქართველოსა და ამიერკავკაიის რესპუბლიკების ჩეკები. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხალხის დაჭერას, დახვრეტასა და გადასახლებაში.ბერიამ, რომელიც ამ დროს საქართველოს სსრ-ს ცეკას პირველი მდივანი იყო. ამ ორგანოების ცენტრალიზაცია მოახდინა და ერთგვარი სისტემა შეიტანა მათ მუშაობაში. შექმნა სამეული (ე.წ. ტროიკა) გოგლიძის, დეკანოზოვისა და ქობულოვის შემადგენლობით. გაამარტივა გამოძიებისა და სიკვდილის მისჯის პროცესი. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველი ინტელექტუალების, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ევგენი მიქელაძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სხვათა წინააღმდეგ რეპრესიებს.
საბჭოთა კავშირის „ჩეკას“ უფროსის, ეჟოვის აზრით ბერია ზედმეტ თაოსნობასა და დამოუკიდებლობას იჩენდა და გოგლიძეს დაავალა, დაეპატიმრებინა ბერია და მოსკოვში გაეგზავნა. გოგლიძემ საკუთარი უფროსის დაპატიმრება ვერ გაბედა და ეჟოვის ბრძანება ბერიას გააცნო. ბერია სასწრაფოდ მოსკოვში გაფრინდა და სტალინს შესჩივლა. საბოლოოდ ეჟოვი დააპატიმრეს, მისი ადგილი კი 1938 წელს ბერიამ მიიღო. ლავრენტი ბერიამ სპეცსამსახურებში დიდი წმენდა ჩაატარა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე თბილისიდან გადაყვანილი მისი ერთგული კადრები: სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი, ვლადიმერ დეკანოზოვი და სხვები დანიშნა.
ამის შემდეგ ბერიას მდგომარეობა და გავლენა სტალინის გარდაცვალებამდე მხოლოდ იზრდებოდა და მტკიცდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს ბერია დაიჭირეს შპიონაჟის ბრალდებით, ხალხის მოღალატედ გამოაცხადეს და სიკვდილით დასაჯეს. საქართველოს ბიბლიოთეკებიდან ამოღებულ იქნა მრავალი წიგნი, გაზეთი და ჟურნალი, სადაც ბერია იყო ხოტბაშესხმული, ან უბრალოდ მოხსენიებული და ამოიშალა ბერიას გვარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- სსრკ-ის პოლიტიკოსები
- საბჭოთა კავშირის მარშლები
- დაბადებული 1899
- გარდაცვლილი 1953
- საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები
- საქართველოს სსრ-ის პოლიტიკოსები
- ქართველი ათეისტები
- საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სიკვდილით დასჯილი ქართველები
- გულრიფშის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- დაბადებული 29 მარტი
- გარდაცვლილი 23 დეკემბერი