სამსონ მამულია
სამსონ მამულია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1892 ან 30 ივნისი, 1891 |
დაბადების ადგილი | ქუთაისის გუბერნია ან ფოცხო |
გარდაცვალების თარიღი | 1937 |
გარდაცვალების ადგილი | სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
შვილ(ებ)ი | გურამ მამულია |
სამსონ მამულია (დ. 30 ივნისი, 1891, ფოცხო ― გ. 1937, თბილისი) ― ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის ივლისიდან სამხრეთის ფრონტის სარდლობის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა ასტრახანში, ცარიცინსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა სენაკის ბოლშევიკურ სამაზრო კპომიტეტს, იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. 1920 წელს გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში. საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1930-1931 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. 1935 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში. 1937 წელს დახვრიტეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 400.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|