ლაგოდეხი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ლაგოდეხი | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | კახეთის მხარე | ||||
| მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | ||||
| კოორდინატები | 41°49′25″ ჩ. გ. 46°16′20″ ა. გ. / 41.82361° ჩ. გ. 46.27222° ა. გ. | ||||
| პირველი ხსენება | მე-8 საუკუნე | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1962 | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 435 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
| მოსახლეობა | 5 918 (2014) | ||||
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86,6 % რუსები 5,1 % სომხები 4,6 % | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
| სატელეფონო კოდი | 354[1] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 2700[2] | ||||
ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.
ტოპონიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. მოსე ჯანაშვილის აზრით სახელწოდება მომდინარეობს ლაკვა-დან, რაც ნიშნავს წყარო-ორმოს, წყალსაგუბარს, ჯურღმულს, რომელშიც იჟონება წყალი. სახელწოდება მსგავსია ლათინური lacus (ტბა) და lacustris (პატარა ტბა)-ისა.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაკუასტის ხევი პირველად იხსენიება VIII ს-ში, როდესაც ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხესიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. სოფელი ლაგოდეხი შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან გახდა ლაგოდეხის რაიონის ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5698 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1915[4] | 368 | -- | -- |
| 1989[5] | -- | -- | |
| 2002[5] | -- | -- | |
| 2014[6] | 2752 | 3166 | |
| 2024[7] | 2638 | 3060 |
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაკაბაძე ვ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 97.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/zipcodes/&group=3&letter=%E1%83%9A
- ↑ ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 88.
- ↑ Кавказский календарь на 1915 год
- 1 2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024. საქსტატი (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2026.
| ||||||||||
| ||||||||

