მამია ორახელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორახელაშვილი.
მამია ორახელაშვილი
მამია ორახელაშვილი
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ კომპარტიის 1-ლი ცკ პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 1920 – აპრილი, 1922
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრემიხეილ ოკუჯავა

ასფსრ-ის ცკ პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი, 1931 – 1933
წინამორბედილავრენტი ქართველიშვილი
მემკვიდრელავრენტი ბერია

ასფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი, 1931 – 28 იანვარი, 1932
წინამორბედიშალვა ელიავა
მემკვიდრეგაზანფერ მუსაბეკოვი

დაბადებული29 მაისი, 1881
ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი11 დეკემბერი, 1937
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასკკპ
მეუღლემარიამ ორახელაშვილი
შვილებიქეთევან ორახელაშვილი
პროფესიაექიმი

მამია ორახელაშვილი ნამდვილი სახელი ივანე ორახელაშვილი (დ. 1881 — გ. 1937) — ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი. 1937 წელს, „დიდი წმენდის“ დროს, დახვრიტეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 1903-1908 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1890-იანი წლებიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. რსდმპ-ის წევრი 1903 წლიდან. ამავე წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1905 წლის რუსეთის რევოლუციის მონაწილე. აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა ექიმად კასპიისპირეთის ოლქში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე და რსდმპ(ბ) კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლიდან 1920 წლის მაისამდე იყო რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და კავბიუროს წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-22 წლებში იყო განათლების სახალხო კომისარი, 1921-1925 წლებში იყო საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის სფსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1923-1925 წლებში იყო სსრკ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. სსრკ-ს ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1923-1926 წწ.). სკკპ ცკ-ის წევრი (1926-1934 წწ.). 1926-1929 წლებში იყო კომუნისტური პარტიის ამიერკვაკასიის კომიტეტის პირველი მდივანი და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი. 1927-1930 წლებში იყო დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის წევრი. 1931-1932 წლებში კვლავ ასფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. 1932-1937 წლებში

მოსკოვში იყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1934-1937 წწ. სკკპ-ის ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი და სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის წევრი.

1937 წელს გარიცხეს პარტიიდან კონტრევოლუციური საქმიანობის გამო[1]. აპრილში გადაასახლეს ასტრახანში. 26 ივნისს დაპატიმრეს. დახვრიტეს 11 დეკემბერს.

რეაბილიტირებულია 1955 წელს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციები 1917 წელს, ტფილისი, 1927
  • ინტერნაციონალი და ომის საკითხი, ქუთაისი, 1920

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვაჭაძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 553, თბ., 1984 წელი.
  • კვაჭაძე, ს. მამია ორახელაშვილი, თბილისი, 1965

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]