ვასილ მჟავანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ მჟავანაძე
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
კომპარტიის ცკ მე-14 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1953 – 29 სექტემბერი, 1972
წინამორბედიალექსანდრე მირცხულავა
მემკვიდრეედუარდ შევარდნაძე

დაბადებული20 სექტემბერი, 1902
ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვლილი31 აგვისტო, 1988
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
ეროვნებაქართველი
მეუღლეანნა იანკო
ვიქტორია ტერეშკევიჩი
შვილებიალექსანდრე, თამარა, ვიქტორია, ნინა
ჯილდოებისოციალისტური შრომის გმირი

ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
სუვოროვის II ხარისხის ორდენი კუტუზოვის II ხარისხის ორდენი სამამულო ომის ორდენი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად»
მედალი „სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის“ მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“ მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“
საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“ მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი“ საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი“
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წელი“

მედალი „საბჭოთა მილიციის 50 წელი“ მედალი „ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად“

ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). სკკპ წევრი 1927 წლიდან. 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1939-1940 ფინელებთან ომის დროს ვასილ მჟავანაძე არმიის შტაბის კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, დივიზიის კომისარი, კორპუსის კომისარი,21ე და მეორე დამრტყმელი არმიების სამხედრო საბჭოს წევრი.1941-1943 წლებში ბლოკადის სრულ მოხსნამდე იყო ლენინგრადის ფრონტზე. 1945 წელს ომი პრაღაში დაასრულა, გენერალ ლეიტენენტის წოდებით.1945-1946 წლებში ვ. მჟავანაძე ქალაქ ხარკოვის,სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი გახლდათ. 1946-1947 წლებში კიევისსამხედრო ოლქის, სამხედრო საბჭოს წევრი.1947-1950 კიევის, სამხედრო ოლქის, სარდლის მოადგილე პოლიტ ნაწილში და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1950-1953 კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაკრძალულია ქალაქ თბილისში. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის 1 ხარისხისა და კუტუზოვის 1 და 2 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 160, თბ. 1984 წელი.
  • მჟავანაძე, ნინა; კახაძე, მარიკა (2003). ასეთი იყო ჩემი საქართველო. თბ.: საქართველო XXI საუკუნე, გვ. 193.