მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარელასკადურაზე, ზღვის დონიდან 760 მ, ქალაქ ქუთაისიდან 102 კმ-ის, თბილისიდან 323 კმ-ის დაშორებით. ლენტეხში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, გრილი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4°C, იანვრისა -1,8°C, ივლისის 20°C. ნალექები 1240 მმ წელიწადში.
ლენტეხი წარმოადგენდა ქვემო სვანეთის ერთ-ერთ თემს. მასში შედიოდა სოფლები: ლენტეხი, ფაყი, ლექსურა, გულიდა. 1930 წელს გახდა რაიონული ცენტრი. 1953 წლამდე ეწოდებოდა ლექსურა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ტურბაზა.