სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
Svaneti museum.jpg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 1936
მდებარეობა მესტია, საქართველო
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 4090
კლასიფიკაცია ისტორიული

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი — მუზეუმი მესტიაში, საქართველო. დაარსდა 1936 წელს.

მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]