აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია ავტონომიური რესპუბლიკის შესახებაა. ასევე, იხილეთ აჭარა. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
Adjara-Ka.svg
დროშა გერბი
Flag of Adjara.svg Coat of arms of Adjara.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ბათუმი
შიდა დაყოფა ბათუმი, ქედის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი და შუახევის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°39′00″ ჩ. გ. 42°00′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.00000° ა. გ. / 41.65000; 42.00000
მთავრობის
თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძე
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე
დავით გაბაიძე
დაარსდა 1991
ფართობი 2,899 კმ²
მოსახლეობა 337,000 (2016)[1]
ISO 3166 კოდი GE-AJ
ოფიციალური საიტი http://www.adjara.gov.ge/
AdjaraLocationinGeorgia.svg

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1991 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის (16 ივლისი, 19211990) ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახლისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.

ზოგადი ცნობები და ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ajara map–ka.png

აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 334 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 6 მუნიციპალიტეტად იყოფა: 1 თვითმმართველ ქალაქი და 5 თვითმმართველი თემი:

რუკა მუნიციპალიტეტები
Adjara-Ka.svg
ბათუმი
ქედის მუნიციპალიტეტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
შუახევის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში შემავალი მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე-აჭარისწყალი. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის ციცაბო ფერდობებს (მწვანე კონცხი). სანაპირო ზონა მოიცავს დაბლობ რაიონებსა და მთის ფერდობებს 100-200 მ სიმაღლემდე. უფრო აღმოსავლეთით, 200-1000 მ სიმაღლეთა შუალედში, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი იცვლება მთიანი ზონით, რომელიც მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედების ფერდობებზე გადადის მაღალმთიან ზონაში 1 000-2 000 მ და უფრო დიდ სიმაღლეებზე. აჭარის ყველაზე მაღალი მთებია კენჭაული და ხინო, რომლებიც 3 000 მ სიმაღლეს ვერ აღწევს და არ გააჩნია მუდმივი თოვლის საფარი. თუმცა, გოდერძის უღელტეხილზე (2 025 მ) და მაღალი მთების ფერდობებზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 7-8 თვემდე აღწევს. მთებს აჭარის არ-ის ტერიტორიის 80% უჭირავს, მთისწინეთს - 15%, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5% (2 900 კმ2).

ტყის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეებს უკავია რესპუბლიკის ფართობის 65%. ეს მაჩვენებელი გამორჩეულად მაღალია საქართველოს (39,1%), მეზობელი თურქეთის (11%) და მთლიანად მსოფლიოს (27%) შესაბამის მაჩვენებლებთან. ტყის მასივების ყველაზე მეტი წილი მოდის ზღვის დონიდან 1000-2000 მ-ის ფარგლებში და შეადგენს 61 %. ტყით დაფარული ფართობების ნახევარზე მეტი, 55,9% მოდის 31 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე. ტყეების ფართობები შეადგენს 23790,8 ჰა-ს. ტყის მერქნული რესურსი მოიცავს წიწვოვან (ფართობი – 875ჰა) და ფოთლოვან (ფართობი – 22404ჰა) ტყეებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აჭარა.

სახელწოდება აჭარა VII ს-დან გვხვდება და სავარაუდოდ უკავშირდება გეოგრაფიულ სახელებს –აჭი, საჭანო. ჯერ კიდევ "ფარნავაზის ცხოვრებაში" ( I ს ძვ.წ. .) აჭარა მოხსენიებულია მხარედ, რომელიც ზღვამდე აღწევდა და თავისი განუმეორებელი ბუნებით დამპყრობლებს იზიდავდა. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება "აჭარის ქვეყნად". იგი იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად - ზემო აჭარად და ქვემო აჭარად. ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. აჭარა მესხეთის ნაწილს შეადგენდა. უძველესი დროიდან აჭარა სხვადასხვა რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. თავდაპირველად იგი ტაო-კლარჯეთის, მესხეთის, შემდეგ  სამცხე საათაბაგოს, მოგვიანებით კი გურიის ნაწილს წარმოადგენდა. აჭარა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების  პირველი კერა იყო. სწორედ აჭარიდან შემოვიდა ანდრია პირველწოდებული ქრისტიანობის საქადაგებლად. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ნაწილის ვარაუდით აჭარაში, გონიოს ციხის ტერიტორიაზეა ასევე ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის მატათას საფლავიც. ქრისტიანობის გავრცელებას აჭარაში ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და ტოპონიმი უკავშირდება. თითქმის ყველა გეოგრაფიული სახელწოდება აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივ ქრისტიანთა სამშობლოსათვის ბრძოლასა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის თავდადებას უკავშირდება

1877–1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით.

1918-1920 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ.

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს (საქართველოს სსრ) შემადგენლობაში შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (აჭარის ასსრ).

1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

აჭარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი კანონია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

უმაღლესი საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც შედგება ავტონომური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისგან, მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას ბოლო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტთაც კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინისტრთა საბჭოს / მთავრობის თავმჯდომარეები:

2001-2004 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობა იყო ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, რომელსაც იკავებდა ასლან აბაშიძე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 245,286 Increase2.svg 309,768 Increase2.svg 354,179 Increase2.svg 392,707 Decrease2.svg 381,5 Decrease2.svg 376,016 Decrease2.svg 333,953 Increase2.svg 340,200 Increase2.svg 343,000 Increase2.svg 346,300
ქ. ბათუმი 82,328 100,603 122,815 136,609 137,500 121,806 152,839 158,200 160,800 163,400
ქედის 17,204 19,065 19,232 19,928 19,100 20,024 16,760 16,800 16,800 16,800
ქობულეთის 54,401 70,717 78,382 88,107 89,400 88,063 74,794 74,100 73,600 73,400
შუახევის 20,324 23,196 23,081 25,113 17,900 21,850 15,044 15,100 15,100 15,100
ხელვაჩაურის 42,870 61,905 71,887 83,562 85,200 90,843 51,189 51,500 51,800 52,100
ხულოს 28,159 34,282 38,782 39,388 32,400 33,430 23,327 24,500 25,000 25,500

ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგებია აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში მაუწყებლობს ორი რეგიონული ტელევიზია და ერთი რადიო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო , ტელეარხი-25, რადიო აჭარა FM-104.5.

ასევე ბეჭდური მედია: გაზეთები: „აჭარა“ „ბათუმელები“, „აჭარა პ.ს", „ჩემი ქობულეთი“, „შუახევი“ და ჟურნალი „ჭოროხი“ .

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული რუკა

ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი:

ციხები: პეტრას ციხე, თამარის ციხე, გონიოს ციხე, ხირხათის ციხე, ბეგოშვილების ციხე, ცივასულას ციხე, საღორეთის ციხე, გულების ციხე, ტაკიძეების ციხე, კავიანის ციხე, ჭვანის ციხე, იქროპილაურის ყალაბოინი, მთისუბნის ციხე, ვარდიციხე, ჩხუტუნეთის ციხე, ყოროლისთავის ციხე, ალამბრის კოშკი, ნიგაზეულის ციხე-გალავანი.

ეკლესიები: სხალთის ეკლესია, ვანაძეების ნასაყდრალი, ვერნების ეკლესია, თხილვანის ეკლესია, ცხმორისის ეკლესია, ქვახიდის სერის ეკლესია, ცხრაფონას ამაღლების საყდარი, თეთროსანის ეკლესია, ქაქუთის მთავარანგელოზი, ხინოს კათედრალი.

მეჩეთები: აჰმედ ფაშას მეჩეთი, მუფტიეს მეჩეთი, ზიეს მეჩეთი, ორთა ჯამეს მეჩეთი.

ხიდები: მახოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, დანდალოს ხიდი, ფურტიოს ხიდი, მიწის ხიდი, ცხემლარის ხიდი, ჩხერის ხიდი, ზვარიას ხიდი, ბასრიმელის ხიდი, ცხემვანის ხიდი, ჩამახისურის ხიდი, ჭვანის ხიდი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]