23 დეკემბერი
იერსახე
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
23 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 357-ე დღე (ნაკიან წლებში – 358-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 8 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 619 : ბონიფაციუს V რომის პაპი გახდა.
- 1493 : ნიურმბერგის ქრონიკების გეორგ ალტის გერმანული თარგმანი გამოიცა.
- 1514 : დაარსდა კუბის ქალაქი ტრინიდადი
- 1888 : ვინსენტ ვან გოგმა მარცხენა ყურის ქვემო ნაწილი მოიჭრა, საროსკიპოში წაიღო და მეძავ ქალ რახელს მისცა.
- 1913 : აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი შეიქმნა.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი - მაგდაბას ბრძოლა - მოკავშირეები თურქეთის ძალებს ამარცხებენ ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე.
- 1947 : პირველი ტრანზისტორის დემონსტრაცია განხორციელდა ბელ-ლაბში.
- 1953 : დახვრიტეს ლავრენტი ბერია, სსრკ-ის სახ. უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი.
- 1954 : პირველად ადამიანის თირკმელის ტრანსპლანტაცია განხორციელდა ექიმ ჯოზეფ მიურეის მიერ პიტერ ბენტ პრაიემ ჰოსპიტალში, ბოსტონი, მასაჩუსეტსი.
- 1958 : მსოფლიოს უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კოშკი - ტოკიოს ტელეანძა გაიხსნა.
- 1970 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ტაუერი დასრულდა 1368 ფუტის ნიშნულზე, რითაც იგი მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა.
- 1972 : ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას 6.5 ბალის მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც 10.000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
- 1977 : ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
- 1979 : საბჭოთა ჯარები იპყრობენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს.
- 1990 :სლოვენიის მოსახლეობის 88% რეფერენდუმში იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
- 2004 : მაკერის კუნძულზე სამხრეთ ოკეანეში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა.
- 2008 : გვინეის პრეზიდენტის ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.
- 2009 : პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯრა ცალკე სქესად აღიარეს.
- 2015 : საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 245 : ზენობია — პალმირის დედოფალი
- 1537 : იოანე III — შვედეთის მეფე
- 1750 : ფრიდრიხ ავგუსტ I — საქსონიის მეფე
- 1777 : ალექსანდრე I — რუსეთის მეფე
- 1790 : ჟან-ფრანსუა შამპოლიონი — ფრანგი ეგვიპტოლოგი
- 1878 : წერეთელი, მიხეილ — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
- 1910 : მარუაშვილი, გიორგი — ქართველი პარაზიტოლოგი
- 1918 : ჰელმუტ შმიდტი — გერმანიის კანცლერი
- 1933 : აკიჰიტო — იაპონიის მმართველი იმპერატორი
- 1968 : სანდრა რულოვსი — საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე
- 1994 : ბერა ივანიშვილი — ქართველი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 679 : დაგობერტ II — ფრანკების მეფე
- 910 : ნაუმ ოჰრიდელი — ბულგარელი წმინდანი.
- 1907 : ჟანსენი, პიერ ჟიულ სეზარ — ფრანგი ასტრონომი
- 1908 : ბენაშვილი, ანდრია — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე
- 1948 : ტოძიო ჰიდეკი — იაპონელი გენერალი.
- 1953 : ბერია, ლავრენტი — სსრკ-ს პოლიტიკური მოღვაწე
- 1959 : ჰალიფაქსი, ედუარდ — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე.
- 2004 : ნარასიმჰა რაო — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ვახტანგ III
- მინა, ერმოგენი და ევგრაფი
- ჰემელი პაფლაგონელი
- ღირსი თომა
- ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი:ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: