პეტრე ცისკარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცისკარიშვილი, პეტრე)
Jump to navigation Jump to search
პეტრე ცისკარიშვილი
პეტრე ცისკარიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2006 – 29 აპრილი, 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე
მემკვიდრებაკურ კვეზერელი

კახეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედითამაზ ხიდეშელი
მემკვიდრეგია ნაცვლიშვილი

დაბადებული27 თებერვალი, 1974
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საარჩევნი ოლქიახმეტის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შვილებინიკოლოზი
საქმიანობასაქართველოს პარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი

პეტრე ცისკარიშვილი (დ. 27 თებერვალი 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სხვადასხვა დროს იყო კახეთის მხარის გუბერნატორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2003 და 2008-2012 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წელს ქალაქ თბილისში. 1991 წელს კოლორადოში (აშშ) დაამთავრა ბასალტის საშუალო სკოლა. 1991-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტზე. 1993-1997 წლებში სწავლობდა აუგსბურგის ინსტიტუტში (მინეაპოლისი, აშშ). 1998 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი მარკეტინგისა და კომერციის სპეციალობით; ხოლო 2002 წელს - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

აშშ-ში სწავლის პარალელურად იყო კერძო რეპეტიტორი გეოგრაფიაში, ისტორიაში და რუსულ ენაში; I და II კურსის სტუდენტთა დამხმარე პედაგოგი ეკონომიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში; იურიდიული ფირმა ,,Kurzman, Grant & Ojala Law Offices Chartered” რეფერენტი ბიზნესის საკითხებში; საგამომცემლო ფირმის „Scholz Publishing Co“. თანადამფუძნებელი.

1997-1998 წელს მუშაობდა საქართველოს მრეწველობის სამინისტროში. 1998-1999 წლებში იყო ს.ს „ქართუ ჯგუფის“ ფინანსური მენეჯერი. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი მოქალაქეთა კავშირის სიით. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში. 2006 წლიდან არის საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. 2008 წლიდან ცისკარიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი, როგორც ახმეტის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილ იყო კვლავ ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა დამარცხდა კოალიცია ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ზურაბ ზვიადაურთად. მიუხედავად ამისა, ცისკარიშვილი მაინც მოხვდა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით, სადაც ის მეორე ნომრად იყო წარმოდგენილი.

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი — ნიკოლოზი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]