შინაარსზე გადასვლა

ესპანური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანური
Español, Castellano
გავრცელებულია ესპანეთის დროშა ესპანეთი, ლათინური ამერიკა, ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა (იხილეთ. გავრცელების არეალი)
მოლაპარაკეთა რაოდენობა 400 მლნ. (450—500 მლნ., იმ ხალხის ჩათვლით, რომლებისთვისაც ესპანური მეორე ენაა)
ოფიციალური სტატუსი არგენტინის დროშა არგენტინა
ბოლივიის დროშა ბოლივია
ვენესუელის დროშა ვენესუელა
გვატემალის დროშა გვატემალა
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
ევროპის დროშა ევროპის კავშირი
დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
კუბის დროშა კუბა
მექსიკის დროშა მექსიკა
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
ნიუ-მექსიკო (აშშ)
პანამის დროშა პანამა
პარაგვაის დროშა პარაგვაი
პერუს დროშა პერუ
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (აშშ)
სალვადორის დროშა სალვადორი
ურუგვაის დროშა ურუგვაი
ჩილეს დროშა ჩილე
ეკვადორის დროშა ეკვადორი
ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა;

ორგანიზაციები: ევროპის დროშა ევროპის კავშირი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი
რომანული ჯგუფი
იბერიულ-რომანული ქვეჯგუფი
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO1: es
ISO2: spa
ISO3: spa
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-es}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაესპანური


ესპანური ენა ან კასტილიური ენა (ესპ. español, castellano) — ესპანელების, ცენტრალური ამერიკის (მექსიკელების, კოსტა-რიკელების და ა.შ.), კარიბელების (კუბელების და ა.შ.), სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ბრაზილიის, სურინამის, გაიანასა და საფრანგეთის გვიანის გარდა) მოსახლეობის ოფიციალური ენაა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანული ჯგუფის ენებს.

გავრცელების არეალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნები ესპანურენოვანი მოსახლეობით
ესპანურის მოლაპარაკეთა რიცხვი
  1. მექსიკის დროშა მექსიკა (106 255 000)
  2. კოლუმბიის დროშა კოლუმბია (45 600 000)
  3. ესპანეთის დროშა ესპანეთი (44 400 000)
  4. არგენტინის დროშა არგენტინა (41 248 000)
  5. აშშ-ის დროშა აშშ (41 000 000)
  6. პერუს დროშა პერუ (26 152 265)
  7. ვენესუელის დროშა ვენესუელა (26 021 000)
  8. ბრაზილიის დროშა ბრაზილია (19 700 000)
  9. ჩილეს დროშა ჩილე (15 795 000)
  10. კუბის დროშა კუბა (11 285 000)
  11. ეკვადორის დროშა ეკვადორი (10 946 000)
  12. დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა (9 650 000)
  13. გვატემალის დროშა გვატემალა (8 163 000)
  14. ჰონდურასის დროშა ჰონდურასი (7 267 000)
  15. ბოლივიის დროშა ბოლივია (7 010 000)
  16. სალვადორის დროშა სალვადორი (6 859 000)
  17. ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა (5 503 000)
  18. პარაგვაის დროშა პარაგვაი (4 737 000)
  19. კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა (4 220 000)
  20. პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (4 017 000)
  21. ურუგვაის დროშა ურუგვაი (3 442 000)
  22. პანამის დროშა პანამა (3 108 000)
  23. ფილიპინების დროშა ფილიპინები (2 900 000)
  24. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (2 100 000)
  25. პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1 750 000)
  26. ჰაიტის დროშა ჰაიტი (1 650 000)
  27. მაროკოს დროშა მაროკო (960 706)
  28. გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო (900 000)
  29. იაპონიის დროშა იაპონია (500 000)
  30. იტალიის დროშა იტალია (455 000)
  31. ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა (447 000)
  32. გერმანიის დროშა გერმანია (410 000)
  33. დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა (341 000)
  34. კანადის დროშა კანადა (272 000)
  35. ჩინეთის დროშა ჩინეთი (250 000)
  36. გაიანის დროშა გაიანა (198 000)
  37. შვეიცარიის დროშა შვეიცარია (172 000)
  38. ისრაელის დროშა ისრაელი (160 000)
  39. ავსტრალიის დროშა ავსტრალია (150 000)
  40. ბელიზის დროშა ბელიზი (130 000)
  41. რუსეთის დროშა რუსეთი (111 900)[1]
  42. არუბის დროშა არუბა (105 000)
  43. სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა (90 000)
  44. ანდორის დროშა ანდორა (40 000)
  45. შვედეთის დროშა შვედეთი (39 700)
  46. ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო (32 200)
  47. თურქეთის დროშა თურქეთი (29 500)
  48. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია (26 100)
  49. ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი (17 600)
  50. ფინეთის დროშა ფინეთი (17 200)
  51. საფრანგეთის გვიანას დროშა საფრანგეთის გვიანა (13 000)
  52. რუმინეთის დროშა რუმინეთი (7000)
  53. აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები (3980)
  54. ლიბანის დროშა ლიბანი (2300)
  55. ავსტრიის დროშა ავსტრია (1970)
  56. ქუვეითის დროშა ქუვეითი (1700)

ესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX საუკუნეში გავრცელდა ძველი კასტილიის, ხოლო XI საუკუნიდან მთელს ცენტრალურ ესპანეთში. XV საუკუნეში კასტილიური დიალექტი გახდა ესპანეთის ლიტერატურული ენა.

ესპანური 34 მლნ. ადამიანის ენაა, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთის ტერიტორიაზე. მათ შორის არიან კატალონიელები, ბასკები და გალისიელები, რომელთაც თავიანთი ენაც აქვთ. კატალონელებს უკავიათ კატალონიის, ვალენსიის მდინარისპირეთი და ბალეარის კუნძულების ნაწილი და ლაპარაკობენ კატალანურად. ბასკები ცხოვრობენ ბასკეთის სამ პროვინციაში - გიპუსკოაში, ბისკაიასა და ალავაში, და ლაპარაკობენ ბასკურ ენაზე, რომელიც არ ეკუთვნის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფს, არამედ განეკუთვნება იბერიულ ოჯახს. გალისიელები ცხოვრობენ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პორტუგალიასთან და აქვთ საკუთარი ენა, რომელიც ძალიან ჰგავს პორტუგალიურს.

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში (ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთი და ყოფილი იუგოსლავია) ცხოვრობენ საფარიელი ბერძნები, რომლებიც 1492 წ. გაძევებულ იქნენ ესპანეთიდან კათოლიკე მეფეების ფერნანდოსა და იზაბელის დროს, და რომლებმაც შემოინახეს თავიანთი მშობლიური ენა (ესპანური).

ესპანური ეკუთვნის რომანულ ენათა ოჯახს. ამ ჯგუფში ესპანურის გარდა არის ფრანგული, პროვანსული, იტალიური, რუმინული, მოლდავური, პორტუგალიური, გალისიური, კატალანური ენა, რეტორომანული, სარდინიული და დალმატური ენა (ან დალმატი), რომელთაგან ბოლო ორი მკვდარ ენებს განეკუთვნება.

ყველა ამ ენის წარმომავლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რომის იმპერიის არსებობასთან. პირველად ლათინური ენა გავრცელებული იყო რომის ტერიტორიასა და მის შემოგარენში. იტალიის ამ რეგიონს ანტიკურ ხანაში ლაციუმს უწოდებდნენ. აქედანაა მისი სახლეწოდებაც „ლათინური ენა“. მოგვიანებით, რომის იმპერია მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, რამაც რომაელებს მისცა უფლება ხმელთაშუა ზღვისთვის ეწოდებინათ mare nostrum (ჩვენი ზღვა). რომაელების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს პროვინციები ერქვა. ვერც რომის იმპერიის რღვევამ და ვერც ბარბაროსების შემოსევებმა, რაც ჩვ. ერამდე II საუკუნეში დაიწყო, ვერ შეაჩერა რომანიზაცია, რომელიც ახ. წელთაღრიცხვით VII-VIII სს-მდე გაგრძელდა.

ყველა რომანული ენა მოდის ლათინური სალაპარაკო ენიდან. ამ ენის მატარებელნი იყვნენ რომაელი ლეგიონერები, ჩინოსნები და ვაჭრები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. სხვადასხვა რომანულ ენას საფუძვლად დაედო გარკვეული ფაქტორები, რაც გამოწვეული იყო სალაპარაკო ლათინურისა და რომაული პროვინციების დაშორებით; ეს ფაქტორები შემდეგია:

  1. ლათინურის განვითარების კონტრასტი, რაც კარგად ჩანს სარდინიის რომანიზაციის პერიოდის (პირველი ტერიტორია, რომელსაც შეეხო რომანიზაცია) და დაკიის რომანიზაციის პერიოდის შედარებით (ბოლო ტერიტორია, რომელსაც შეეხო რომანიზაცია).
  2. განსხვავებანი ლათინურის დიალექტებს შორის, გამოწვეული იტალიკური ენებისაგან რომის იმპერიის ბატონობის პერიოდში.
  3. პროვინციებს შორის კონტაქტების შემცირება, როგორც შედეგი იმპერიის დაშლისა V საუკუნეში.
  4. სუბსტრატი დამხვედრი ენებისა, ანუ აბორიგენული ენებისა, რომლებზეც ლაპარაკობდნენ პროვინციებში ლათინურის გავრცელებამდე.

რომანული ენები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  1. გალო-რომანული ენები: ფრანგული ენა და პროვანსული ენა
  2. იბერო-რომანული ენები: ესპანური ენა, პორტუგალიური ენა, გალისიური ენა და კატალანური ენა.
  3. იტალო-რომანული: იტალიური ენა და რეტორომანული ენა
  4. დაციო-რომანული ენები: რუმინული ენა და მოლდავური ენა.

მაშინ, როდესაც დასავლურ რომანულ ჯგუფში შედის გალო-რომანული და იბერო-რომანული ჯგუფი, რთულია მათი მკვეთრი გამიჯვნა. განსაკუთრებით დიდ დისკუსიას იწვევს კატალანური ენა.

პირის ნაცვალსახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირის ნაცვალსახელი დაიყოფა ორი სახის ნაცვალსახელად, - სუბიექტისად და ობიექტისად. ობიექტის, ანუ დამატების ნაცვალსახელი, თავის მხრივ, ორგვარია, მახვილდასმული და უმახვილო ფორმისა.

ესპანური პირის ნაცვალსახელები
სუბიექტი პირდაპირი ობიექტი ირიბი ობიექტი
yo me me
te te
él lo, le le
ella la le
usted lo, la, le le
nosotros nos nos
nosotras - -
vosotros os os
vosotras - -
ellos los, les les
ellas las -
ustedes los, las, les les

ზმნა: უღლება, კილო და დროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნის განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნის განსაზღვრული ფორმები ესპანურში პირის, რიცხვის და კილოს მიხედვით იცვლება, ხოლო განუსაზღვრელი კი არა. ესპანურ ენაში ზმნას სამი განუსაზღვრელი ფორმა გააჩნია; ინფინიტივი, გერუნდივი და პარტიციპი.

ესპანური ზმნას დაჰყოფენ უღლების სამ ტიპად, ან სამ კლასად იმისდა მიხედვით, თუ რომელ ზმნას ინფინიტივში რა დაბოლოება გააჩნია.

  • უღლების პირველი ტიპი: თუ ზმნის ინფინიტიური დაბოლოება არის -ar,
მაგ.; hablar (ლაპარაკი, ის ლაპარაკობს), estudiar (სწავლა, ის სწავლობს, შეისწავლის), fumar (მოწევა, ის სიგარეტს ეწევა), descansar (დასვენება, ის ისვენებს), cantar (სიმღერა, ის მღერის), bailar (ცეკვა, ის ცეკვავს), tomar (აღება რამესი; ის იღებს, სმა, დალევა, ის წყალს სვამს), trabajar (მუშაობა, ის მუშაობს), ayudar (დახმარება; ის ეხმარება), llamar (რქმევა, დაძახება, დარეკვა; ის არქმევს, ეძახის, რეკავს, ), preguntar (შეკითხვა; ის სვამს კითხვას), contestar (პასუხი; ის მასუხს იძლევა).
  • უღლების მეორე ტიპი: თუ ზმნის ინფინიტიური დაბოლოება არის -er,
მაგ.; comer (ჭამა, ის ჭამს), beber (სმა, დალევა, ის წყალს სვამს), creer (ფიქრი, ის ფიქრობს, მას სჯერა, მას ჰგონია), leer (წაკითხვა, ის წიგნს კითხულობს).
  • უღლების მესამე ტიპი: თუ ზმნის ინფინიტიური დაბოლოება არის -ir,
მაგ.; vivir (ცხოვრება, ის ცხოვრობს), escribir (წერა, ის წერს), partir (დაყოფა, ის ჰყოფს, ის ანაწილებს), decidir (გადაწყვეტა, ის გადაწყვეტილებას იღებს (იღებს)), conducir (ტარება, მანქანის ტარება, ის მანქანას ატარებს, ის მანქანას მართავს), elegir (არჩევა, ის ირჩევს).

ესპანურში მოქმედება შეიძლება იცვლებოდეს ახლანდელ, წარსულ და მომავალ დროებში, თუმცა გარდა ამისა, არსებობს კიდევ ე.წ. კილოს კატეგორია. კილო, ანუ მოდუსი სამია ესპანურში: თხრობითი კილო, კავშირებითი კილო და ბრძანებითი კილო.

  1. თხრობითი კილო - Indicativo: წარმოადგენს სინამდვილის თხრობით, ან მტკიცებით მოდუსს. გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენ სინამდვილედ წარმოგვიდგენია ახლა, ან სამომავლოდ, ანდა წარმოგვედგინა წარსულში.
  2. კავშირებითი კილო - Subjuntivo: წარმოადგენს ჯერ კიდევ არასრულებული სურვილების, არარეალურ ქმედებათა გამოსახატავ მოდუსს. ეს კილო გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმ მოქმედებებზე, რომლებიც ჩვენ არარეალურად, თუმცა სასურველად გვესახება ახლა, ან სამომავლოდ, ანდა ასეთად გვესახებოდა წარსულში.
  3. ბრძანებითი კილო - Imperativo: წარმოადგენს რჩევათა და ბრძანებათა მოდუსს. ეს კილო გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმ მოქმედებებზე, რომელთა შესასრულებლადაც გვსურს ვუბიძგოთ სხვას, თხოვნის, რჩევის, ანდა ბრძანების ფორმით.

მარტივი და რთულშედგენილი დროის ფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნის ზოგიერთი დრო იწარმოებს რთულშედგენილ ფორმებს. რთულშედგენილი დროის საწარმოებლად ესპანურში დამხმარე ზმნად გამოიყენებენ haber-ს (ქონა, ყოლა), რომელიც დამხმარე ზმნის როლში ჰკარგავს თავის პირველად ლექსიკურ მნიშვნელობას და იძენს ე.წ. გრამატიკულ მნიშვნელობას. კერძოდ დამხმარე ზმნა ძირითად საუღლებელ ზმნას აძენინებს წარსულის გრამატიკულ ფუნქციასა და მაშასადამე მნიშვნელობასაც. მაგ.; მეშვეობით იწარმოება perfekt-ი, plusquamperfekt-ი, futurum I-ი და condicional perfecto-ს ფორმები.

რიცხვითი სახელი: წელი და თარიღი, წონა, ზომის ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cero-ნოლი, Uno-ერთი, dos-ორი, tres-სამი, cuatro-ოთხი, cinco-ხუთი, seis-ექვსი, siete-შვიდი, ocho-რვა, nueve-ცხრა, Diez-ათი. Primero/primera-პირველი, segundo/segunda-მეორე, tercero/tercera-მესამე, cuarto/cuarta-მეოთხე, quinto/quinta-მეხუთე, sexto/sexta-მეექვსე, séptimo/séptima-მეშვიდე, octavo/octava-მერვე, noveno/novena-მეცხრე, décimo/décima-მეათე.

სიტყვები და ფრაზები

  • გამარჯობა; დღე მშვიდობისა! - ¡Buenos días!
  • გამარჯობა; საღამო მშვიდობისა! - ¡Buenas tardes!
  • გამარჯობა, ან ნახვამდის; - ღამე მშვიდობისა! - ¡Buenas noches!
  • მშვიდობით! - ¡Adiós!
  • გთხოვთ! - ¡Por favor!
  • გმადლობთ! - ¡Gracias!
  • დიახ. ჰო. კი. - Si. არა. - No.
  • ბოდიში. - Perdon.
  • არა უშავს! წავა! მერე რა! - ¡Vale!
  • მიშველეთ! - ¡Socorro!
  • აქ. - Aquí. იქ. - Allí.
  • მარჯვნივ. - A la derecha.
  • მარცხნივ - A la izquierda
  • პირდაპირ. - Todo recto.
  • როდის - ¿Cuando?
  • რა - ¿Qué?
  • სად - ¿Dónde?
  • გაქვთ ... - ¿Tiene …?
  • მინდა ... – Quisiera …
  • რა ღირს ეს? - ¿Cuánto cuesta?
  • სად არის? - ¿Dónde está? სად აქვთ? - ¿Dónde hay?
  • დღეს. - Hoy. ხვალ. - Maňana.
  • არ მინდა. - No quiero.
  • არ შემიძლია. - No puedo.
  • ერთი წუთით, თუ შეიძლება! - ¡Un momento, por favor!
  • სად არის საპირფარეშო? - ¿Dónde están los servicios?
  • გთხოვთ, იქნებ დამიწეროთ - ¡Por favor, escríbamelo!
  • თავი დამანებეთ! - ¡Déjeme en paz!
  • გამოუძახეთ ექიმს! - ¡Rápido, llame a un médico!
  • დაურეკეთ სასწრაფო დახმარებაში! - ¡Rápido, llame una ambulancia!
  • როგორ ხართ? - como estas?
  • მე აქ ვარ. - yo estoy aqui.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ესპანური ენა ყველასათვის = Espanol para todos : სახელმძღვ. დამოუკ. შესწავლისათვის / [შეადგინა და თარგმნა ირაკლი ვახვახიშვილმა ; რედ.: ირაკლი ვახვახიშვილი (ესპ. ნაწ.), ქეთევან ბურჯანაძე (ქართ. ნაწ.)] - მე-2 გამოც. - თბ., 2005.