შინაარსზე გადასვლა

კახეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ კახეთი.
ადმინისტრაციული ერთეული
კახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი თელავი
შიდა დაყოფა ახმეტის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′00″ ჩ. გ. 45°43′00″ ა. გ. / 41.75000° ჩ. გ. 45.71667° ა. გ. / 41.75000; 45.71667
სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე
ფართობი 11309.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 303 833 (2024)[1]
სიმჭიდროვე 28,2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 85,16 %
აზერბაიჯანელები 10,16 %
ქისტები 1,75 %
ოსები 0,79 %
სომხები 0,69 %
რუსები 0,60 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 85,75 %
მუსლიმები 12,14 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.kakheti.gov.ge/
ალავერდი

კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
ახმეტის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი

მხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 303 833, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 28,2 კაცს. მოსახლეობის 85,16 % ქართველია, 10,16 % აზერბაიჯანელი, 4,68 % სხვა ეროვნებების წარმომადგენელი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, მუნიციპალიტეტის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

ამჟამად კახეთში 320 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9 %). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 28,2 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

მხარე / მუნიციპალიტეტი[7]200220142016201720182024[8]
კახეთი407 182318 583317 800315 900314 700303 833
ახმეტის მუნიციპალიტეტი41 64131 46131 00030 50030 20028 908
გურჯაანის მუნიციპალიტეტი72 61854 33753 90053 50053 10050 111
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი30 81121 22121 30021 20021 10018 904
თელავის მუნიციპალიტეტი70 58958 35057 70057 20056 60057 359
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი51 06641 67841 60041 50041 40040 070
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი59 21251 76152 10052 10052 30051 102
სიღნაღის მუნიციპალიტეტი43 58729 94830 00029 80029 70028 762
ყვარლის მუნიციპალიტეტი37 65829 82730 10030 20030 30028 617

ეთნიკური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85 %) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები და სომხები.

კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024
  2. georgia-ethnic-2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-20. ციტირების თარიღი: 2021-02-23
  3. georgia-religion2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-10. ციტირების თარიღი: 2021-02-23
  4. „კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა“. gov.ge. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  6. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა. 1tv.ge (18 თბერვალი, 2026).
  7. Georgia division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-30. ციტირების თარიღი: 2019-02-01
  8. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული შედეგები. geostat.ge. ციტირების თარიღი: 2026-04-30.