ბაკურ კვეზერელი
იერსახე
| ბაკურ კვეზერელი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 29 აპრილი, 2008 – 20 ოქტომბერი, 2011[1] | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური |
| წინამორბედი | პეტრე ცისკარიშვილი |
| მემკვიდრე | ზაზა გოროზია |
| დაბადებული | 5 იანვარი, 1981 თბილისი, |
| მოქალაქეობა | საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
| პროფესია | ეკონომისტი, საბანკო საქმე |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ბაკურ კვეზერელი (დ. 5 იანვარი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008–2011 წლებში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით.
- 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
- 2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: „საერთაშორისო დახმარების ეფექტიანი გამოყენება“.
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2002–2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ.
- 2003–2004 წლებში — ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად.
- 2004–2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
- 2005–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში.
- 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მარტამდე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 29 აპრილამდე — მინისტრის პირველი მოადგილედ.
- 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.
სხვა ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 წელს დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაარქივებული 2011-12-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წინამორბედი: პეტრე ცისკარიშვილი |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008 – ოქტომბერი, 2011 |
შემდეგი: ზაზა გოროზია |
