ბაღდათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბაღდათი
Храм в Багдати (Photo A. Muhranoff).jpg
მაიაკოვსკის ქანდაკება ეკლესიასთან ბაღდათში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′00″ ჩ. გ. 42°50′00″ ა. გ. / 42.08333° ჩ. გ. 42.83333° ა. გ. / 42.08333; 42.83333
ადრეული სახელები მაიაკოვსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1940
ცენტრის სიმაღლე 250 მეტრი
მოსახლეობა Decrease2.svg 3 707[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 434[2]
საფოსტო ინდექსი 1000[3]
ბაღდათი — საქართველო
ბაღდათი
ბაღდათი — იმერეთის მხარე
ბაღდათი

ბაღდათი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე, ქუთაის-ბაღდათ-ბენარის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 222 კმ. რიონის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ მანძილზე. ქალაქი ზღვის დონიდან 200 მ. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული.

ბაღდათში არის საკონსერვო, ღვინის ქარხნები, ავეჯის ფაბრიკა, თეატრი, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი. ბაღდათში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში დგას 1703 წელს აშენებული ციხესიმაგრე. ქალაქში მოქმედებს ბაღდათის წმინდა გიორგისა და წმინდა თამარ მეფის ტაძრები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3 707 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 5 453 -- --
2002[4] Decrease2.svg 4 724 2 173 2 551
2014[1] Decrease2.svg 3 707 1 793 1 914

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაღდათი სიტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დასახლება აქ უკვე შუა ფეოდალურ ხანაში ყოფილა. 1703 წელს ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის, შემდეგ ქვითკირის ციხე ააგეს, რომელშიც 100 იანიჩარისგან შემდგარი გარნიზონი იდგა. ამ დროს ბაღდათი პატარა ქალაქად იქცა. ის ახალციხის საფაშოს თურქობისა და იმერლების ბაზარსა და სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც იმერეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ბაღდათის მნიშვნელობა დაკნინდა, ბაზარი და ვაჭრობა გაქრა. 1820-იან წლებში მისი სამოქალაქო მოსახლეობა 30 ოჯახი იყო, ხოლო ციხეში 100-კაციანი გარნიზონი იდგა.[5]

1926 წლისთვის ბაღდათის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11409 ადამიანს.[6] 1928-29 წლებში ბაღდათის თემი ობჩის, საკრაულას და წითელხევის თემებთან ერთად გაერთიანდა ერთ რაიონში, რაიონის ცენტრად გამოცხადდა სოფელი ბაღდათი. 1940 წელს ბაღდათმა მიიღო ქალაქის სტატუსი და ეწოდა მაიაკოვსკი. 1990 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  5. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 171 — „განათლება“, თბილისი, 1987
  6. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]