რატევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
რატევანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი რატევანი
კოორდინატები 41°26′49″ ჩ. გ. 44°31′13″ ა. გ. / 41.44694° ჩ. გ. 44.52028° ა. გ. / 41.44694; 44.52028
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა Decrease2.svg 1370[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %, სომხები 1,5 %, ბერძნები 0,7 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რატევანი — საქართველო
რატევანი
რატევანი — ქვემო ქართლი
რატევანი

რატევანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში,[2] მდებარეობს მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ბოლნისიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1370 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი განსახლებულია ძირითადად ბოლნისი–კაზრეთის გზაზე მარჯვენა მხარეს, ხოლო სავარგულები ძირითადად მდ. მაშავერას გასწვრივ თემის აღმოსავლეთით (ბოლნისის მხარეს). სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს გაუქმებული სარწყავი არხი, XVI–XVII საუკუნეების წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.[3]

სამხრეთით მოქმედი სარწყავი არხი, რკინიგზის ლიანდაგი, მდინარე მაშავერა, დენის წისქვილი, ხრიოკი გორაკები, სავარგულები.

სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია. ასევე არის XIII-XIV საუკუნეების წმ. ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ შენობის აღმოსავლეთის კედელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]