საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია | |
---|---|
დევიზი | კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის |
აბრევიატურა | საია |
შეიქმნა | 1994 წლის სექტემბერი |
სტატუსი | მოქმედი |
თავმჯდომარე | ნიკოლოზ სიმონიშვილი |
gyla.ge |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია; საქმიანობა დაიწყო როგორც პროფესიონალ იურისტთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის პროფესიის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათადაცვა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.
„საია“ დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). „საია“ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით „საია“ 700-მდე წევრს აერთიანებს.
წლების განმავლობაში „საია“ ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მთავარი მიმართულებებით:
- უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება;
- იურიდიული სწავლება და სამოქალაქო განათლება;
- საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა;
- უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება;
- იურისტთა პროფესიული დაოსტატება;
- სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
- ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა.
საია საქმინობას ახორციელებს თბილისსა და რვა რეგიონში:
ორგანიზაციის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით უსუფაშვილი (1994-1996);
- გია გეწაძე (1997-1998);
- ნინო გვენეტაძე (1998-1999);
- თინა ხიდაშელი (1999-2001, 2003-2004);
- ზაზა რუხაძე (2001-2003);
- ანა დოლიძე (2004-2006);
- გიორგი ჩხეიძე (2006-2008);
- თამარ ხიდაშელი (2008-2010);
- თამარ ჩუგოშვილი (2010-2012);
- კახა კოჟორიძე (2012-2014);
- ანა ნაცვლიშვილი (2014-2017);
- სულხან სალაძე (2018-2020);
- ნიკოლოზ სიმონიშვილი (2021 - 2022)[1];
- ნონა ქურდოვანიძე (2022-დღემდე).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საიტი დაარქივებული 2011-01-31 საიტზე Wayback Machine.
- საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის საიტი დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.